როგორ გავუმკლავდეთ სიგარეტზე თავის დანებებისგან გამოწვეულ არასასიამოვნო სიმპტომებს | Allnews.Ge

როგორ გავუმკლავდეთ სიგარეტზე თავის დანებებისგან გამოწვეულ არასასიამოვნო სიმპტომებს

მილიონობით ადამიანს საკუთარ თავზე გამოუცდია და კარგად იცის, რამდენად რთულია სიგარეტზე უარის თქმა.ეს არის ჩვევა, რომლის დავიწყებაც მარტივი ნამდვილად არაა. მიზეზი კი ისაა, რომ ნიკოტინი მიჩვევას იწვევს. ეს, ალბათ, ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ისეთივე მაღალია, როგორც არალეგალური ნარკოტიკებისადმი, მაგალითად, კოკაინისა და ჰეროინის.

თუმცა, ამ ყველაფერში სასიამოვნო ისაა, რომ სიგარეტზე უარის თქმა შესაძლებელი და საკმაოდ რეალურია. შედეგი კი განსაკუთრებული, რადგან ნიკოტინი ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ თქვენს სხეულზე, არამედ გულზე, სისხლზე, ჰორმონებზე, მეტაბოლიზმსა და ტვინზე. გარდამავალი პროცესი ყველასთვის მეტ–ნაკლებად რთულია. ამ დროს გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

როგორია ნიკოტინისგან გათავისუფლების პროცესი?

ნიკოტინი იმდენად ძლიერ მიჯაჭვულობას იწვევს, რომ რამდენიმე კვირის მწეველსაც კი უჭირს უპრობლემოდ მასზე უარის თქმა და ასე უბრალოდ მოწევაზე თავის დანებება. ამ პერიოდის სირთულე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანია ეწევა ადამიანი. არასასიამოვნო სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირა. გათავისუფლების პროცესი მოიცავს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ სიმპტომებს. პირველი 3–5 დღე ყველაზე რთულია. ხოლო როდესაც სხეული დაგროვებული ნიკოტინისგან გათავისუფლდება, იწყება თავის ტკივილი, გაღიზიანება და ინსომნია. ამ ყველაფრის გადალახავის შემდეგ, ყოფილ მწეველს უწევს, გაუმკლავდეს გაღიზიანებას, დეპრესიასა და მღელვარებას. საფეხურები:

ნიკოტინისგან გათავისუფლების ფიზიკური სიმპტომები

• მომატებული მადა – სიგარეტის უკანასკნელი ღერის შემდეგ მალე იგრძნობთ, რომ მადა მოგემატათ. სიგარეტი შეიცავს ორ ქიმიურ ნივთიერებას: სეროტონინსა და დოპამინს, რომლებიც შიმშილის გრძნობას ამცირებს. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს მომატებულ მადას. მეორეს მხრივ, ბევრი მწეველი იმ დროს, სიგარეტის მოწევის ნაცვლად, ჭამას - უმეტესად კი ტკბილეულისა და სხვადასხვა სახის ხემსის მიღებას იწყებს. თუ გსურთ, სიგარეტზე უარი ზედმეტი კილოგრამების გარეშე თქვათ, შეგიძლიათ დანაკლისის შესავსებად ჭამის ნაცვლად "ჰელსიერის" უნიკოტინო ჩხირები მოიხმაროთ. ეს არის ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უვნებელი ინგრე-დიენტებისაგან დამზადებული გათბობადი ჩხირები, რომელიც სპეციალურ გაჯეტში იდება და გათბობის შედეგაც, გამოიყოფა კოფეინი, რომელიც ხელს უწყობს ტონუ-სის ამაღლებას.• მოწევის სურვილი – ნიკოტინის მიღების სურვილი ის სიმპტომია, რომელიც ყველაზე დიდი ხანი გრძელდება. საკმარისია, მოწევის სურვილს 15–20 წუთი გაუძლოთ, რომ თქვენი ტვინი ამაზე უკვე აღარ იფიქრებს. თუმცა, ეს მოთხოვნილება დღეში რამდენჯერმე გექნებათ და ეცადეთ, ამ დროს სურვილი სხვა მწეველების თამბაქოს კვალის შესუნთქვით არ დაიკმაყოფილოთ.• ხველა – მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ნიკოტინისგან გათავისუფლდება, რესპირატორული სისტემა გაწმენდას იწყებს. სწორედ ამის ნიშანია ხველა, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდება. იხილეთ სრულად

myquiz