ცურვა, ჩოგბურთი, ლაშქრობები უფასოდ - მერიის საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია ნებისმიერ თბილისელ ახალგაზრდას შეუძლია | Allnews.Ge

ცურვა, ჩოგბურთი, ლაშქრობები უფასოდ - მერიის საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია ნებისმიერ თბილისელ ახალგაზრდას შეუძლია

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებისთვის მასშტაბური საზაფხულო პროგრამები განახლდება, რომელზე რეგისტრაციაც 15 ივნისიდან დაიწყება. საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობის მიღება 18-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ. ამის შესახებ გუშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კარტინგები, ჯომარდობა და ლაშქრობები თბილისის გარშემო. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ისარგებლონ მუნიციპალური საცურაო აუზით და ჩოგბურთის კორტებით. მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

2023 წლის "საზაფხულო პროგრამის" ფარგლებში, ახალგაზრდები შეძლებენ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:

კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია) – "ლისი ლემანსში" მიმდინარე აქტივობაში ერთჯერადად ჩართვა შესაძლებელი იქნება 1 200 ახალგაზრდისთვის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00-20:00 საათის შუალედში (უზრუნველყოფილია კვებაც).

მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანი) - ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. საცურაო აუზის აბონემენტით პროგრამის მონაწილეები ისარგებლებენ რვა ვიზიტით 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00-20:00 საათის შუალედში.

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები) - ვაკის პარკის კორტებით 400-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს. რეგისტრირებული პირები მიიღებენ ერთჯერად ვაუჩერს 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 18:00-20:00 საათამდე შუალედში გამოყენებისთვის. კორტით სარგებლობის ხანგრძლივობა - ერთი საათი. იხილეთ სრულად

myquiz