სერგეი ლავროვის ორმაგი ცხოვრება: ვინ არის ქალი, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყველა ხუშტურს უსრულებს? | Allnews.Ge

სერგეი ლავროვის ორმაგი ცხოვრება: ვინ არის ქალი, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყველა ხუშტურს უსრულებს?

თა­ვის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ამ­ბი­ცი­ებს რუ­სე­თი ხში­რად სარ­წმუ­ნო­ე­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­თა და კულ­ტუ­რით ნიღ­ბავს. პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი თა­ვის გა­მოს­ვლებ­ში ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამს, რომ რუ­სე­თი პა­ტი­ო­სა­ნი ოჯა­ხის ინ­სტი­ტუ­ტით იცხოვ­რებს. და­ზომ­ბე­ბუ­ლი Z რუ­სე­ბი, შე­საძ­ლოა, პუ­ტი­ნის ამ რი­ტო­რი­კას იჯე­რე­ბენ, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა იცის, რომ პრე­ზი­დენ­ტის მსგავ­სი მი­მარ­თვა თვა­ლებ­ში ნა­ცა­რის შეყ­რა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბაა.

დღეს მო­გიყ­ვე­ბით ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც რე­ი­ტინ­გით მხო­ლოდ პუ­ტი­ნი უს­წრებს. კა­მე­რე­ბის წინ და პი­ა­რის თა­ნახ­მად, ის სა­მა­გა­ლი­თო მე­ო­ჯა­ხეა. სა­არ­ჩევ­ნო პლა­კა­ტებ­ზე ხში­რად ფი­გუ­რი­რებს, რო­გორც "პა­ტი­ო­სა­ნი ცხოვ­რე­ბის" ეტა­ლო­ნი და რუ­სე­თის სახე მთელ მსოფ­ლი­ო­ში...

მოკ­ლედ, ჩვე­ნი სტა­ტი­ის გმი­რი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვია.

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ უკვე მრა­ვა­ლი წელი ლავ­რო­ვი ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს.

სა­ჯა­როდ ის პა­ტი­ო­სა­ნი მე­ო­ჯა­ხეა, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ოფი­ცი­ა­ლურ ცოლ­თან - მა­რი­ას­თან ქორ­წი­ნე­ბა­შია, წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - ეკა­ტე­რი­ნა ჰყავს... და ის თით­ქოს პარ­ტი­ის სხვა წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობს.

sergey-lavrov-with-his-wife-and-daughter-51-45062-1686989089.jpg

ოფი­ცი­ა­ლურ ცოლ­თან და შვილ­თან ერ­თად

სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, მას მე­ო­რე ოჯა­ხიც ჰყავს, საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც უძ­ვირ­ფა­სე­სი მან­ქა­ნე­ბის და მოს­კოვ­ში, პოდ­მას­კო­ვი­ე­სა და ლონ­დონ­ში ელი­ტა­რუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია.

ვიდ­რე მის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ოჯახ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, აქვე გე­ტყვით, რომ ლავ­რო­ვის ქა­ლიშ­ვილ­მა ეკა­ტე­რი­ნამ სკო­ლა აშშ-ში, კერ­ძოდ, ნიუ იორკში და­ამ­თავ­რა და სწავ­ლობ­და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სერ­გეი ვიქ­ტო­რის ძის ოჯახს მიღ­მა ვნე­ბებს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ლავ­რო­ვის საყ­ვა­რელს - სვეტ­ლა­ნა პო­ლი­ა­კო­ვას, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ცო­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. მე­ტიც, თურ­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბის ბა­ზა­ში, ის ლავ­რო­ვის გვა­რით ჰყავთ ჩა­წე­რი­ლი.

686458eb07ad99c7482d77c5cd346ebc-45138-1686989163.jpg

სვეტ­ლა­ნა პო­ლი­ა­კო­ვა

წყა­რო­ე­ბი გა­მომ­ძი­ე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტებს უყ­ვე­ბი­ან, რომ სა­მი­ნის­ტრო­ში სვეტ­ლა­ნას უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნა აქვს. თუ ვინ­მე თვალ­ში არ მოს­დის, შე­უძ­ლია გა­აქ­როს სა­მი­ნის­ტრო­დან. ხში­რად სტუმ­რობს ოფი­ცი­ა­ლურ წვე­უ­ლე­ბებს. ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­დე­საც ლავ­რო­ვი პუ­ტინს ხვდე­ბა, სვეტ­ლა­ნაც თით­ქმის სულ თან ჰყავს. იხილეთ სრულად

myquiz