"პატრიარქზე როგორ საუბრობო"- ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ | Allnews.Ge

"პატრიარქზე როგორ საუბრობო"- ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა ანა ყურაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ავტომანქანაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს ერთი პირი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა.

ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

„გორის „სმარტთან“ გავჩერდით, ზურა მანქანაში იყო, ჩვენ მანქანიდან გადასული ვიყავით, როგორც კი მაღაზიაში შევედით, მას ერთმა პირმა მანქანის კარი გამოუღო და თვალში ჩაარტყა - პატრიარქზე როგორ საუბრობო. ერთი ადამიანი იყო, ზურა მას არ იცნობს.

ახლა გამოკითხვაზეა, განცხადება უნდა დაწეროს, თვალის არეში აქვს დაზიანება. როგორც კი თბილისში გამოვბრუნდით, მაშინვე საბურთალოს პოლიციაში მივედით“, - განაცხადა ყურაშვილმა.

myquiz