"ბექამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა." - რას წერს ნიკა გვარამია ბექა ყორშიას სიუჟეტის შესახებ | Allnews.Ge

"ბექამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა." - რას წერს ნიკა გვარამია ბექა ყორშიას სიუჟეტის შესახებ

"მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში კვირას გა­ვი­და ბექა ყორ­ში­ას სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც ის ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ახალ­და­ნიშ­ნულ პრე­ზი­დენტს, როინ მეტ­რე­ველს და გა­ეც­ნო, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მრჩევ­ლი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი. მან მეტ­რე­ველს არა­ფორ­მა­ლუ­რად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის აკა­დე­მი­კო­სის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სთხო­ვა, რა­ზეც როინ მეტ­რე­ველს უარი არ უთ­ქვამს.

ბექა ყორ­ში­ას სი­უ­ჟეტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თა­ვად ჟურ­ნა­ლის­ტმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში" და­წე­რა, რომ მუ­ქა­რის შემ­ცველ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს იღებს სი­უ­ჟე­ტის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ.თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა "მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ნიკა გვა­რა­მია და წერს:

"ბექა ყორ­ში­ას სი­უ­ჟე­ტი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ანა­ტო­მი­უ­რი თე­ატ­რია. ბე­ქამ სის­ტე­მა სა­ჯა­როდ გაკ­ვე­თა და მისი შიგ­ნე­უ­ლო­ბა ამო­ა­ლა­გა. არა­ფე­რი სხვა: არც გა­მოკ­ვლე­ვა, გა­მო­ძი­ე­ბა, არც ინ­ტერპრე­ტა­ცია, არც შე­ფა­სე­ბა, მხო­ლოდ სის­ტე­მის თვი­თა­ღი­ა­რე­ბა: ვერ მო­ე­და­ვე­ბი, ვერ­სა­ი­დან შე­მო­უვ­ლი, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბას ვერ და­აბ­რა­ლებ.

ამი­ტო­მა­ცაა სის­ტე­მის ანა­ტო­მი­ის ამ­სახ­ვე­ლი ეს 10 წუთი. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი, ზუს­ტი და ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი მხი­ლე­ბა. ამი­ტო­მაც არის ეს 10 წუთი, ალ­ბათ, გა­ცი­ლე­ბით სა­ში­ში სის­ტე­მის­თვის, ვიდ­რე შე­ფა­სე­ბე­ბის, გა­მო­ძი­ე­ბე­ბის, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის, მსჯე­ლო­ბე­ბი­სა და რთუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის სა­ა­თე­ბი, დღე­ე­ბი, თვე­ე­ბი და, შე­საძ­ლოა, წლე­ბიც.

ამი­ტო­მაც არის ახალ­გაზ­რდა, ღრმად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ერ­თგუ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე გამ­ბე­და­ვი პატ­რი­ო­ტე­ბის ად­გი­ლი იქ, სა­დაც ამ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის სა­კი­თხე­ბი წყდე­ბა - იქ­ნე­ბა ეს მე­დია, პო­ლი­ტი­კა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა თუ სხვა.

ბექა, ვა­მა­ყობ შე­ნით, მიყ­ვარ­ხარ და გგულ­შე­მატ­კივ­რობ ყვე­ლა შენს წა­მო­წყე­ბა­ში.

აქვე, მივ­მარ­თავ ყვე­ლას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ელ­ჩო­ე­ბის ჩათ­ვლით, ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცველს (მისი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და მის­სა­ვე მან­დატს აც­დე­ნი­ლი შე­ფა­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად): ჟურ­ნა­ლის­ტი ბექა ყორ­შია არის მუ­ქა­რე­ბის ობი­ექ­ტი და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი პრე­ცე­დენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია მის მი­მართ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის რის­კე­ბის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბა.

მო­გი­წო­დებთ, გა­ა­ტა­როთ თქვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ზომა ჟურ­ნა­ლის­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მთე­ლი სიმ­ძი­მე სრუ­ლად ეკის­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც მინ­და ვთხო­ვო ყუ­რა­დღე­ბა და მხარ­და­ჭე­რა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით", - წერს ნიკა გვა­რა­მია.

myquiz