„ძველი ავტომობილების კატალიზატორები უკვე ამოჭრილიცაა და გაყიდულიც“ - რა შედეგი ექნება ექსპორტის აკრძალვას
რეგულაცია დაგვიანებულია, რადგან ძველი ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობიდან კატალიზატორი უკვე ამოჭრილია - ასე ეხმაურება ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან" პრემიერის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.
როგორც დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან, შესაბამისად, მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანახმადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.
„კატალიზატორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული. ამ ეტაპზე შედეგი იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე საორიენტაციო მოლოდინი არსებობს. ძველი ავტომობილები ავტოპარკის 80%-ს შეადგენს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კატალიზატორის გარეშეა. იხილეთ სრულად