ვის უსმენდა საქართველოში მყოფი შონ პენი მუხლზე დგომით - სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ისტორია | Allnews.Ge

ვის უსმენდა საქართველოში მყოფი შონ პენი მუხლზე დგომით - სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ისტორია

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი შონ პენი სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობს. მსა­ხი­ო­ბი ფეს­ტი­ვალ ZEG-ის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ვი­და და ფეს­ტი­ვალ­ზე ოკუ­პა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზი­ტი­სას ის გა­ეც­ნო რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე შე­დე­გებს, იმას, თუ რა გა­მო­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლომ აფხა­ზე­თის ომში.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი გავ­რცელ­და ფოტო, სა­დაც მუხ­ლზე და­ჩო­ქი­ლი მსა­ხი­ო­ბი ჩანს, რო­გორც "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი წერს, ასე­თი ფორ­მით უს­მენ­და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი დევ­ნილ, ახალ­და­ბელ მას­წავ­ლე­ბელს, ვე­ნე­რა მეშ­ვე­ლი­ანს, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კვი­რა გა­ა­ტა­რა რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში.

"შონ პენი აქ მუხ­ლზე რომ დგას, ვე­ნე­რა მეშ­ვე­ლი­ანს უს­მენს. 87 წლის დევ­ნილ, ახალ­და­ბელ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კვი­რა გა­ა­ტა­რა რუ­სუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ტყვე­ო­ბა­ში, ათა­რას სკო­ლა­ში, 300 ქარ­თველ ქალ­თან და ბავ­შვთან ერ­თად და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა ის შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რაც რუ­სეთ­მა ჩა­ი­დი­ნა ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­შე.

ვე­ნე­რამ 2000 წელს დღი­უ­რი და­წე­რა, ეში­ნო­და, რომ შე­იძ­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი­ყო და ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ვე­რა­ვის გა­ე­გო.სა­ბედ­ნი­ე­როდ ცო­ცხა­ლია და დიდ­ხანს უნდა იცო­ცხლოს.ვე­ნე­რა მეშ­ვე­ლი­ა­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს სი­მარ­თლეს გა­უ­მარ­ჯოს და გა­ი­მარ­ჯვებს ასე მგო­ნია", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

myquiz