"წვიმა თითქმის ყოველდღე" - როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები და როგორი ივნისი გველოდება | Allnews.Ge

"წვიმა თითქმის ყოველდღე" - როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები და როგორი ივნისი გველოდება

15 ივნისამდე თითქმის ყოველდღე შესაძლოა, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოში განგვიცხადეს.

"ხვალ დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 15 ივნისამდე თითქმის ყოველდღე, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, შესაძლოა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ხვალ თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 9 ივნისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 10 ივნისს დედაქალაქში კვლავ ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. 10 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა.

აღმოსავლეთ საქართველოში კი +25, +30 გრადუსი. 10 ივნისიდან 15 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა ტემპერატურამ +27, +32 გრადუსამდე მოიმატოს, დასავლეთში კი იგივე დარჩება. იხილეთ სრულად

myquiz