ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბები, ეს შეეხება შავი ზღვის მთელს სანაპიროს, რაღაც მომენტში ჩვენც - ნინო ჩხობაძე | Allnews.Ge

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბები, ეს შეეხება შავი ზღვის მთელს სანაპიროს, რაღაც მომენტში ჩვენც - ნინო ჩხობაძე

ვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბები, რაც დადგება ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც შავი ზღვის გარშემოა, - ამის შესახებ "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინაში, კახოვკას ჰესის დაზიანების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ჩხობაძის განმარტებით, ეს არის ტექნოგენური კატასტროფა, რომელიც ადამიანის მიერ იყო გამოწვეული.

„დღეს უკვე ორმოცამდე დასახლებული პუნქტია დატბორილი. მართალია წყლის დონე დაეცა, მაგრამ მტკნარი წყლის ეს დიდი ნაკადი, პირდაპირ ჩაედინება შავ ზღვაში. ეს ბიბლიური შეიძლება იყოს, მაგრამ ეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულია. პირველ რიგში, დავიწყებ იქიდან, რომ ეს არ ეხება მარტო ორ ქვეყანას - რუსეთს და უკრაინას. ეს შეეხება შავი ზღვის მთელს სანაპიროს, რაღაც მომენტში ჩვენც შეგვეხება, რადგან ტერიტორიულ წყლებთან მიმართებაში შავ ზღვაში ნაკადები ზოგჯერ მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ზამთრის პერიოდში - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. “, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

myquiz