3-5 ივნისს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით ბაკურიანში დალაგების ფესტივალი მოეწყო | Allnews.Ge

3-5 ივნისს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით ბაკურიანში დალაგების ფესტივალი მოეწყო

3-5 ივნისს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით ბაკურიანში დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400 -მდე მოხალისე ჩაერთო, თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან, ბაკურიანიდან. ფესტივალს ასევე შეუერთდნენ უცხოელი მოახლისეებიც.

348374017-148264714919619-2162722892453115215-n-1686311212.jpg

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, მოხალისეები დაალაგების შემდეგ საინტერესო შეხვედრებს ესწრებოდნენ მწერალ დათო ტურაშვილთან, დოქტორ გივი კუპატაძესთან, სადაგის თანადამფუძნებელ - ნიკოლოზ შურღაიასთან და მუსიკოსებთან - ჯგუფ The Jetbird-თან, ნინუცა გაბისონიასა და ბაჩი ვალიშვილთან. ფესტივალის მესამე დღე მთლიანად დაეთმო ბავშვებს, დაბა ბაკურიანის და ანდეზიტის სკოლის 40-მდე მოსწავლე შეხვდა დათო ტურაშვილის და keep Georgia Tidy -ის წარმომადგენელ თაკო როდონაიას. ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და რჩევები გარემოს დაცვის შესახებ და ბაკურიანიც ხალისიანად დაასუფთავეს.

348376313-287602550434229-601596990292736599-n-1686311225.jpg

ღონისძიებას მხარი დაუჭირა ცამეტმა სპონსორმა კომპანიამ და შვიდმა ორგანიზაციამ. ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო საინვესტიციო ჯგუფი Wondernet Express. ოქროს სპონსორები იყვნენ: კოხტა მიტარბი, თეგეტა მოტორსი, თეგეტა გრინ პლანეტი პალიტრა ჰოლდინგი, პარვუს კონსალტინგი, არჩევანი, კრისტალი, ბაკურიანი ინნი და დიდველი გალერეა. სპონსორები - ფინანსური ბიურო, წყალი ბაკურიანი, თელიანი ველი და თბილღვინო. მხარდამჭერი ორგანიზაციები - ბაკურიანის განვითარების სააგენტო, პროკრედიტ ბანკი 44 მოხალისით, FinBureau 77 მოხალისით, ამერიკის სავაჭრო პალატა, Keep Georgia Tidy, ბაკურიანის სკოლა და ანდეზიტის სკოლა.

348376626-220638780818751-4693055680577212389-n-1686311238.jpg

„დასუფთავების შედეგები კი ასეთია : ჩვენ შევაგროვეთ 52, 000 ლიტრი ნარჩენი, სამშენებლო ნარჩენის გამოკლებით, როგორიცაა ლითონის და ხის გისოსები და ასევე 400- ამდე მანქანისა და სატვირთო მანქანის საბურავი”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

(R)

myquiz