როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები და როგორი ივნისი გველოდება? | Allnews.Ge

როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები და როგორი ივნისი გველოდება?

15 ივნისამდე თითქმის ყოველდღე შესაძლოა, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოში განგვიცხადეს.

"ხვალ დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 15 ივნისამდე თითქმის ყოველდღე, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, შესაძლოა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 10 ივნისს დედაქალაქში კვლავ ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. 10 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა.

ივნისის თვეში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, შესაძლოა, მეტი, ან ნორმასთან ახლოს იყოს. იხილეთ სრულად

myquiz