"სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ სქემას მიმართავენ, ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ კი..." - როგორ დავიცვათ თავი ამისგან? | Allnews.Ge

"სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ სქემას მიმართავენ, ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ კი..." - როგორ დავიცვათ თავი ამისგან?

სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფი "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ მშე­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში და­ნერ­გილ ერ­თგვარ თაღ­ლი­თო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. ლა­პა­რა­კია სქე­მა­ზე, რი­თიც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და - მი­ი­ღო რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­მა კი მო­ა­ხერ­ხეს და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე ხელი მო­ით­ბეს. პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ივა­ნე ნო­რა­კი­ძე, თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში, რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თაღ­ლი­თურ სქე­მა­ზე სა­უბ­რობს და მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის შე­ძე­ნამ­დე ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

ივა­ნე ნი­კო­რა­ძე:

344921061-1211333210263661-6182884702983006910-n-37093-1686295181.jpg

- გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ და მა­გა­ლი­თე­ბი, რო­გორ სარ­გებ­ლობს ზო­გი­ერ­თი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია ნდო­ბით, მო­ტყუ­ე­ბით ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნებს და სხვე­ბის გა­ღა­ტა­კე­ბის გზით ცდი­ლობს გამ­დიდ­რე­ბას. ეს სქე­მა შე­ე­ხე­ბა მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბის მყიდ­ვე­ლებს - თქვენ ყი­დუ­ლობთ ბი­ნას მა­ნამ, ვიდ­რე სა­ძირ­კველს ჩა­ას­ხა­მენ და მისი ასე­თი კონ­დი­ცი­ის გამო იხ­დით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს, ვიდ­რე აშე­ნე­ბუ­ლი ფარ­თის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­იხ­დი­დით - პი­რო­ბი­თად, თუკი აშე­ნე­ბუ­ლი კვად­რა­ტუ­ლი ღირს 1000 დო­ლა­რი, წი­ნას­წარ შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა 500 დო­ლა­რად მოგ­ცენ, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის არის მიმ­ზიდ­ვე­ლი. მას შემ­დეგ, რო­დე­საც ეს შე­ნო­ბა უკვე აშენ­დე­ბა და მხო­ლოდ მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ტყო­ბი­ნე­ბენ, რომ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ და გა­დახ­დი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას გთა­ვა­ზო­ბენ. სა­ერ­თოდ უბი­ნა­ოდ და თან­ხის გა­რე­შე დარ­ჩე­ნით შე­ში­ნე­ბუ­ლი უყოყ­მა­ნოდ თან­ხმდე­ბით თან­ხის უკან მი­ღე­ბას.

ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­რა­ვის გა­ამ­ტყუ­ნებ ამის გამო, ჯერ კი­დევ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" და "აქ­სი­სის" მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბა, თაღ­ლი­თო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ზა­ნია აშე­ნე­ბუ­ლი ფარ­თო­ბი ორ­მაგ ფა­სად გა­ყი­დონ. ანუ გა­მო­დის, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მე­თოდს მი­მარ­თა­ვენ, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ჩვენ­გან უფა­სოდ იღე­ბენ ფულს, შემ­დეგ ამ ფულს გვიბ­რუ­ნე­ბენ და იგი­ვე ქო­ნე­ბას, რაც წე­სით ჩვე­ნი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, ყი­დი­ან ორ­მაგ ფა­სად. მსგავ­სი არა­ერ­თი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უკვე მი­მარ­თავს დახ­მა­რე­ბის­თვის იუ­რის­ტებს, ზოგი კი ფიქ­რობს, რომ თან­ხის სრუ­ლე­ბით და­კარ­გვას გა­და­ურ­ჩა. ასე­თი ფაქ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ხდე­ბა, იქ, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბის ბუ­მია. იხილეთ სრულად