"დინამო არენაზე" ბრუნო მარსი იმღერებს - როდის გაიმართება კონცერტი? | Allnews.Ge

"დინამო არენაზე" ბრუნო მარსი იმღერებს - როდის გაიმართება კონცერტი?

1-ელ ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო, „Starring Georgia-ს“ ფარ­გლებ­ში, ბრუ­ნო მარსს უმას­პინ­ძლებს. მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე „დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ წარ­დგე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბლექ სი არე­ნა“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი 20 ივ­ნისს იქ­ნე­ბა.

"15 გრე­მის ჯილ­დოს, 4 Brit Awards-ის, 4 გი­ნე­სის რე­კორ­დი­სა და უამ­რა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი პრი­ზის მფლო­ბე­ლი ბრუ­ნო მარ­სი თა­ნა­მედ­რო­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და გავ­ლე­ნი­ან არ­ტის­ტად მი­იჩ­ნე­ვა.

ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სის, მომ­ღერ­ლი­სა და მულ­ტინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტის სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი „Doo-Wops & Hooligans“ მა­შინ­ვე ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცი­ად, ბრუ­ნო მარ­სი კი, გლო­ბა­ლურ სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვად იქცა, რაც მის მომ­დევ­ნო ტურ­ნე­ებ­ზეც და­დას­ტურ­და. სტუ­დი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნა­თე­ლი გახ­და, რომ ბრუ­ნო მარ­სი ახა­ლი თა­ო­ბის ფა­ვო­რიტ „ლაივ“ შემ­სრუ­ლებ­ლად იქცა, რო­მელ­საც სა­კონ­ცერ­ტო და სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცე­ებ­ში ახ­ლე­ბუ­რი ენერ­გი­ის აკუ­მუ­ლი­რე­ბა შე­ეძ­ლო. შე­სა­ბა­მი­სად, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა გრე­მის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე შემ­დე­გი ტრი­უმ­ფიც.

ბრუ­ნო მარ­სის ვარ­სკვლა­ვუ­რი სტა­ტუ­სი კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და მომ­დევ­ნო ალ­ბო­მებ­ში, სა­დაც, R&B და ჰიპ-ჰო­პის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბრუ­ნო მარ­სი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის ტენ­დენ­ცი­ებ­საც არ ივი­წყებ­და.

სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის, ტურ­ნე­სა თუ ცალ­კე­უ­ლი ჰი­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი დღემ­დე რჩე­ბა სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის საყ­ვა­რელ შე­მოქ­მე­დად.

ქარ­თველ მსმე­ნელს მისი მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა პირ­ვე­ლად 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, „Starring Georgia- ს“ ფარ­გლებ­ში, ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე შე­ეძ­ლე­ბა. კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი 20 ივ­ნისს იქ­ნე­ბა.

„Starring Georgia“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ორ­წლი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მთე­ლი „თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის“ მას­პინ­ძე­ლი გახ­დე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი ეწ­ვე­ვი­ან, რო­მელ­თა მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ქარ­თველ მე­ლო­მა­ნებს აქამ­დე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში არ ჰქო­ნი­ათ. მათ შო­რი­საა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახა­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „Black Sea Arena-ს“ სცე­ნის გარ­და, კონ­ცერ­ტე­ბი შეკ­ვე­თილ­ში, თბი­ლის­სა და სხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz