გაიცანით ბიჭი, რომელიც ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს ზეპირად ასრულებს | Allnews.Ge

გაიცანით ბიჭი, რომელიც ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს ზეპირად ასრულებს

12 წლის ცოტნე გაგნიძემ მენტალური არითმეტიკის სკოლის ყველა საფეხური დაძლია, სწრაფად აზროვნება და დიდ ციფრებზე მათემატიკური მოქმედებების შესრულება ზეპირად შეუძლია. ახლახან მან გადაცემაში "პრაიმშოუ" მიიღო მონაწილეობა და მისმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ცოტნე გვიყვება, როდიდან დაინტერესდა მენტალური არითმეტიკით, რაში ეხმარება ეს ცხოვრებაში და რა მიმართულებით გეგმავს სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას:

- მენტალური არითმეტიკა პირველი კლასიდან მაინტერესებდა. მაშინ ჩემი მეგობარი დადიოდა და მეორე კლასში რომ გადავედი, მეც დავიწყე შესწავლა. ასე სწრაფად რომ ვითვლი, ბევრი ვარჯიშის შედეგია. არსებობს მეთოდები, რომლებსაც გვასწავლიან და თანდათან რთულდება. გონებაში, თითქოს, წარმოსახვითი საანგარიშო გვაქვს და ვითვლით.

- სკოლაში თუ გეხმარება მენტალური არითმეტიკა?

- კი, მათემატიკაში განსაკუთრებით მეხმარება. სხვებთან შედარებით, უფრო სწრაფად ვითვლი და ვხსნი ამოცანებს.

- როდესაც დიდი ციფრების ერთმანეთზე გამრავლებას, მათემატიკურ მოქმედებებს ახერხებ, როგორი რეაქცია აქვთ ადამიანებს, კლასელებს, ირგვლივ მყოფებს?

- ყველას ძალიან უკვირს. მაგრამ, ბევრი ვარჯიში და მონდომებაა საჭირო ამ შედეგისთვის. სხვა ბავშვებსაც ვურჩევ, რომ მენტალური არითმეტიკის წრეზე შევიდნენ, რადგან ეს ძალიან ბევრ რამეში დაეხმარებათ. უფრო სწრაფად დაიწყებენ აზროვნებას და ცხოვრებაშიც გამოადგებათ.

4-1685953679-1686031501.jpg

- მათემატიკის გარდა, სკოლაში განსაკუთრებით კიდევ რომელი საგნები გაინტერესებს?

- ბუნება და ინგლისური განსაკუთრებით მიყვარს. ხრიდოლზეც დავდივარ და ძალიან მომწონს. დაახლოებით, 6-7 თვის წინ შევედი. მიყვარს ჭადრაკი და ხშირად ვთამაშობ. ლოგიკურად უფრო კარგად ვფიქრობ და სწრაფ აზროვნებაში მეხმარება.

- ხომ არ გაქვს არჩეული, რა მიმართულებით გინდა, რომ სამომავლოდ სწავლა გააგრძელო?

- არქიტექტორობა მინდა და პროგრამირებაც მაინტერესებს. იხილეთ სრულად

myquiz