შეიძლება თუ არა ძაღლის კოცნა? | Allnews.Ge

შეიძლება თუ არა ძაღლის კოცნა?

"სამედიცინო ლიტერატურაში ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია", - ამბობს დოქტორი გლენ ვორტმანი,ვაშინგტონის ჰოსპიტალური ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორი. ”მიუხედავად იმისა, რომ ეს უსაფრთხოა ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის.”

დოქტორი შელი რანკინი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგიის ასისტენტ პროფესორი, გვირჩევს არ ვაკოცოთ შინაურ ცხოველებს:

”მე მჯერა, როგორც პროფესიულად, ასევე პირადად, რომ ძაღლს არ უნდა მისცეთ საშუალება, რომ სახე აგილოკოთ”, - ამბობს რანკინი, რომელიც სწავლობს დაავადების გადაცემის გზებს შინაურ ცხოველებსა და ადამიანებს შორის. ექიმს ძაღლები არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს ორი კატა, რომელთაგან ერთ-ერთს ძალიან უყვარს კოცნა, მაგრამ ექიმი ამბობს, რომ ფუმფულას არ აძლევს მისი სახის გაილოკვის უფლებას.

რატომ არის საშიში ძაღლის კოცნა

არსებობს მითი, რომ ძაღლის ნერწყვი ადამიანისაზე უფრო სუფთაა. თუმცა დოქტორი რანკინი ამბობს, რომ ძაღლის პირში ასობით სხვადასხვა ტიპის ბაქტერია ცხოვრობს და არსებობს დაავადების გადაცემის რისკი.

ბაქტერია Pasteurella ცხოვრობს ზოგიერთი ძაღლისა და კატის პირში და არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოგენი, რომელსაც შეუძლია ადამიანის დაინფიცირება.

ექიმი ვორტმანის განმარტებით, შინაური ცხოველების კოცნამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, ღია წყლულთან ან ჭრილობასთან კონტაქტისას.

ეს არის ინფექცია, რომელიც შეიძლება სწრაფად პროგრესირებდეს ზოგიერთ ადამიანში, მაგრამ მისი მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით. იხილეთ სრულად

myquiz