"ქართველ თანამშრომლებს უფროსები ავალებდნენ ეთქვათ, - რუსები კი არა, უკრაინელი მიმტანები არიანო..." - "რეტროს" ყოფილი თანამშრომელი დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე ჰყვება | Allnews.Ge

"ქართველ თანამშრომლებს უფროსები ავალებდნენ ეთქვათ, - რუსები კი არა, უკრაინელი მიმტანები არიანო..." - "რეტროს" ყოფილი თანამშრომელი დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე ჰყვება

ბა­თუმ­ში, რეს­ტო­რან "რეტ­როს" მფლო­ბე­ლის მიერ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ძა­ლა­დო­ბის სა­ვა­რა­უ­დო საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის შემ­დეგ, "რეტ­რო" და­ტო­ვა 15-მდე თა­ნამ­შრო­მელ­მა, მათ სამ­სა­ხუ­რი რეს­ტო­რან­მა "ფშა­ურ­მა" უკვე შეს­თა­ვა­ზა. რეს­ტორ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი რეზო მა­ხა­რა­ძე ჰვე­ბა, თუ რამ­დე­ნად რთულ პი­რო­ბებ­ში უწევ­დათ მუ­შა­ო­ბა ქარ­თველ თა­ნამ­შრომ­ლებს.

"ძა­ლი­ან ხში­რად, თით­ქმის ყო­ველ­დღე შე­მო­დი­ო­და (რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი) და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და მიმ­ტა­ნებს, ბარ­მე­ნებს, მზა­რე­უ­ლებ­საც. ამას რუსი "სტა­ფი" რომ უყუ­რებ­და, იდ­გნენ და დაგ­ვცი­ნოდ­ნენ. ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ღი­ზი­ან­დე­ბოდ­ნენ იმის გამო, რომ რუსი მიმ­ტა­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბო­დათ. ისი­ნი სვამ­დნენ კი­თხვას, რა­ტომ გვემ­სა­ხუ­რე­ბა რუსი მიმ­ტა­ნიო? ქარ­თველ თა­ნამ­შრომ­ლებს უფ­რო­სე­ბი ავა­ლებ­დნენ ეთ­ქვათ, - რუ­სე­ბი კი არა, უკ­რა­ი­ნე­ლი მიმ­ტა­ნე­ბი არი­ა­ნო... ერთხელ იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა - რო­დე­საც მიმ­ტან­მა თქვა, რომ ესე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ა­ნო, რუსი მიმ­ტა­ნი გა­მო­ვი­და და თქვა, - უკ­რა­ი­ნე­ლი არ ვარ, რუსი ვარო. რუ­სებს უფრო მეტი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი ჰქონ­დათ, მათ შო­რის ხელ­ფა­სის მხრივ. ჩვე­ნი და­ფა­სე­ბაც არ იყო... " - ამ­ბობს რეზო მა­ხა­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბა­თუმ­ში, რეს­ტო­რან "რეტ­რო­ში“ მიმ­ტა­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი და­ა­კა­ვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მა­მა­კა­ცი ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

რეს­ტო­რან “რეტ­როს” ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი თა­ნამ­შრო­მელს ხელს კრავს და და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან აგ­დებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტორ­ნის მფლო­ბელ­მა, თე­ი­მუ­რაზ ვარ­შა­ნი­ძემ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ქუ­ჩა­შიც გა­აგ­რძე­ლა.

myquiz