ვისთვის არ შეიძლება ბლის ჭამა? | Allnews.Ge

ვისთვის არ შეიძლება ბლის ჭამა?

დიაბეტით დაავადებულებმა თავი უნდა შეიკავონ ბლის დიდი რაოდენობით მოხმარებისგან.

ბალი შეიცავს არა მხოლოდ ბევრ ვიტამინს, არამედ შაქარსაც - დაახლოებით 11-12 გრამ 100 გრამზე. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის არ არის რეკომენდებული მისი დიდი რაოდენობით მოხმარება. ბალმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ამიტომ ბავშვებს, რომლებიც პირველად მიირთმევენ მას, მხოლოდ რამდენიმე მარცვალი უნდა მივცეთ.

ტკბილი ბალი მდიდარია ვიტამინებით B1, B2, C, E, PP, ასევე ასკორბინის მჟავით, კალიუმით, ფოსფორით, რკინით, ქრომითა და იოდით. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, მატონიზირებელი ეფექტი და კალორიების დაბალი შემცველობის გამო, შესანიშნავი დესერტია მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება.

ბალში ასევე ბევრია პექტინი, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის რეგულირებას და აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას. ბალის მსუბუქი შარდმდენი მოქმედება კარგ გავლენას ახდენს ჰიპერტენზიასა და ამცირებს შეშუპებას.

myquiz