როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს “ნიჭიერის” პირველი სეზონის მონაწილე გულნაზ გოლეთიანი? | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს “ნიჭიერის” პირველი სეზონის მონაწილე გულნაზ გოლეთიანი?

საზოგადოებას კარგად ახსოვს გულნაზ გოლეთიანი, ქალი რომელიც წლების წინ პროექტ "ნიჭიერის" მეშვებით გახდა ცნობილი. საინტერესოა, ვნახოთ თუ რას საქმიანობს ის და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება პროექტის შემდეგ.

imgonline-com-ua-twotoone-ookrxsxezyeew-1685873819.jpg

გთავაზობთ ფრაგმენტებს რადიო "არ დაიდაროსთვის" მიცემული ინტერვიუდან.

"ამ პროექტმა უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა, ერთ-ერთი კი აღმოვჩნდი მე. მონაწილეობა მივიღე ჩემი მეგობრების და ოჯახის დაჟინებული თხოვნით. ეს იყო ჩემი ახალი სიცოცხლის დასაწყისი, ამ პროექტმა მომცა უამრავი კონცერტი, სითბო და ხალხის სიყვარული. ამის შემდეგ უფრო გავაქტიურდი, ჩატარდა საქველმოქმედო და დიდი გალა კონცერტები, სადაც მონაწილეობას ვიღებდი.

img-0135-2020-12-15-08-02-15-476697-1024x683-1685873837.jpg

ამჟამად ვცხოვრობ ცაგერში და ვმუშაობ კულტურის სახლში, ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩემი შვილები პროექტის შემდეგ გადმოვიდნენ თბილისში, კერძო სკოლაც კი აქ დაამთავრეს. თუმცა მე მაინც ცაგერში დავრჩი, ვფიქრობ, რომ ჩემს ხალხს ვჭირდები, ჩემს რაიონში სიცოცხლე ჩქეფს. აგრეთვე ჩართული ვარ ორგანიზაციაში, საქართველოს ქალთა საბჭოში, რომელსაც მზექალა შანიძე ხელმძღვანელობს. დიდი მისია დამეკისრა, ვეხმარებით უამრავ გაჭირვებულ ადამიანებს.

- ახლა კი ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე „გამიხსენ კარი“..

სიმღერა დაიწერა ჩემთვის, ავტორი გახლავთ უნიჭიერესი კომპოზიტორი ბატონი ნუკრი კარკაძე, საოცარი ადამიანი. სიმღერა ჩაიწერა ნაწილ-ნაწილ, პანდემიის პერიოდში. იყო საოცარი მუშაობის პროცესი, არანჟირება უნიჭიერესმა ადამიანმა ერეკლე დიდიამ გააკეთა, ჩაიწერა ზაზა ლომთაძის სტუდიაში, თემო ხითარიშვილი კი ვიდეო კლიპის ავტორი გახლავთ. ამ სიმღერით კიდევ ერთი შვილი შემეძინა.

hqdefault-1685873858.jpg

ასევე ბატონმა ნუკრიმ კიდევ დამიწერა სიმღერა, რომლის სტუდიური ჩანაწერი უკვე მზადაა და ვმუშაობთ კლიპზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მსმენელი შეიყვარებს. კიდევ იგეგმება პატრიოტულ სიმღერაზე დუეტები, ეს სიამოვნება კი წინ გვაქვს."- აცხადებს ის.

მისმა ერთ-ერთმა ბოლო სიმღერამ “საიდუმლოთა გამიხსენ კარი” დიდი მოწონება დაიმსახურა.

myquiz