რას წერენ ნიგერიელი ფეხბურთელის თანამემამულეები მას შემდეგ, რაც კვარაცხელია საუკეთესოდ დასახელდა? | Allnews.Ge

რას წერენ ნიგერიელი ფეხბურთელის თანამემამულეები მას შემდეგ, რაც კვარაცხელია საუკეთესოდ დასახელდა?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შთამ­ბეჭ­და­ვი იტა­ლი­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გრძელ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ნიჭი, მონ­დო­მე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­ფას­და და ის იტა­ლი­ის სე­რია A-ს სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და.

"ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვი ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი იყო - გუნ­დმა ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ სკუ­დე­ტოს მო­გე­ბა შეძ­ლო და ამ საქ­მე­ში ხვი­ჩას უდი­დე­სი წვლი­ლია.სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმე­ლად იტა­ლი­ე­ლებ­მა "ნა­პო­ლის" ნი­გე­რი­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი, ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი და­ა­სა­ხე­ლეს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ვთქვათ, რომ ვიქ­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა "ნა­პო­ლის" წარ­მა­ტე­ბა­ში უდი­დე­სია. ბევ­რს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, რომ სწო­რედ ის გახ­დე­ბო­და სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე.

kvaracxelia-64216-1685863741.jpg

ვინც სა­ფეხ­ბურ­თო ამ­ბებს თვალს ადევ­ნებს, ემახ­სოვ­რე­ბა, რომ ნი­გე­რი­ე­ლებ­მა ერთხელ უკვე და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს სე­რია ა რა­სიზ­მში და "კვა­რას" გულ­შე­მატ­კივ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ომი" გა­მო­უ­ცხა­დეს. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ­ჯე­რად ქარ­თვე­ლი და ნი­გე­რი­ე­ლი ფეხ­ბუ­თე­ლის ფა­ნებს შო­რის ბრძო­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნი­გე­რი­ელ­თა ნა­წი­ლი თვლის, რომ ოსი­მე­ნი მისი კა­ნის ფე­რის გამო "იჩაგ­რე­ბა". და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ იქამ­დე მი­ვი­და, რომ ვიქ­ტო­რის შე­სა­ხებ ნი­გე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტმაც კი "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ოსი­მე­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: "ვფიქ­რობ, ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ ჩვენ­მა ბიჭ­მა, ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა მო­ი­პო­ვა გვირ­გვი­ნი, რო­გორც სე­რია ა-ს ახალ­მა მე­ფემ" - რას წერს ნი­გე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი)

osimeni-39602-1685863765.jpg

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამ­ჯე­რა­დაც, ვიქ­ტო­რის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი "კვა­რას" და­სა­ხე­ლე­ბას იტა­ლი­ის სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და უსა­მარ­თლო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ.გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერთ კო­მენ­ტარს, რომ­ლებ­საც ისი­ნი სე­რია ა-სა და სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ გვერ­დებ­ზე წე­რენ:

"ვიქ­ტო­რი გა­ძარ­ცვეს".

"ვიქ­ტო­რი უფრო მეტს იმ­სა­ხუ­რებს, კვა­რა ბოლო თა­მა­შებ­ში აჩ­რდი­ლი­ვი­თაა, მაგ­რამ მერე რა, სა­მა­გი­ე­როდ, ის მა­რა­დო­ნას ვი­ზუ­ალს უფრო შე­ე­სა­ბა­მე­ბა".

"ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ კვა­რა თეთ­რია",

"იტა­ლი­ე­ლე­ბი რა­სის­ტე­ბი არი­ან, ამი­ტომ არ მიკ­ვირს რომ ვიქ­ტორ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯვა", იხილეთ სრულად

myquiz