"ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია?
ამ ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან შესახვედრად ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი ნეაპოლში ჩავიდა, ხვიჩას თამაშსაც დაესწრო და ადგილობრივ მოჭადრაკესთან ერთობლივი სეანსიც გამართა. სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ფეხბურთელისა და ჭადრაკის ლეგენდის შეხვედრის კადრები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კვარაცხელია იყო.
ის წლებია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს. მისი კარიერა პირველ არხზე დაიწყო და შემდეგ რადიო იმედში გაგრძელდა. ამჟამად იგი ტელეკომპანია "ერთსულოვნებასთან" თანამშრომლობს და პარალელურად, საკუთარი გამომცემლობა აქვს.
ამ ცოტა ხნის წინ, მისი ავტორობით წიგნი გამოიცა, რომელიც შვილიშვილს მიუძღვნა - "ოდაბადე“ კოლხეთის ისტორიას, მის ეთნოგრაფიას და საცხოვრისებს ეძღვნება.
- ქალბატონო დარეჯან, მოგვიყევით, როგორ ჩაიარა ხვიჩასა და ქალბატონი ნონას შეხვედრამ?
- შარშან ნოემბერში ხვიჩამ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა. შემდეგ მოხდა ისე, რომ როცა ხვიჩა საქართველოში ჩამოვიდა, ნონა მაშინ ტურნირზე იმყოფებოდა უცხოეთში, თორემ შეხვედრა თბილისშიც მოხერხდებოდა. ქალბატონ ნონასთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვკითხე, ნეაპოლში წასვლა ხომ არ სურდა და ისიც სიხარულით დამთანხმდა.
შეხვედრა ხვიჩას თამაშის შემდეგ შედგა და დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. ძალიან ემოციური იყო. ნონა ხვიჩას დიდი გულშემატკივარია და მის ყველა თამაშს ელოდება... იხილეთ სრულად