მავნებელია თუ არა ბევრი ნაყინის ჭამა? | Allnews.Ge

მავნებელია თუ არა ბევრი ნაყინის ჭამა?

ნაყინს ორი უდაო უპირატესობა აქვს: სიცხის დროს გაგვაგრილებს და გუნება-განწყობას გვიმაღლებს.მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ნაყინის დიდი რაოდენობით ჭამა?

ნაყინი შეიძლება იყოს სასარგებლო?

ნაყინი შეიცავს ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას, როგორიცაა კალციუმი, ვიტამინი D და A. თუმცა, ნაყინში მათი რაოდენობა მცირეა და, უფრო მეტიც, მოყვება ცხიმის და შაქრის დიდი დოზა. ამიტომ, არ უნდა გვქონდეს ნაყინის სახით სასარგებლო ელემენტების ყოველდღიური დოზის მიღების იმედი.

ზოგიერთ შემთხვევაში, ნაყინი შეიძლება დაგვეხმაროს კუნთების შენებაში. ფაქტია, რომ ნაყინში შემავალი შაქარი ხელს უწყობს კუნთების შენებას და ხელს უშლის ცილების დაშლას ინსულინის ძლიერი მატების გამო. ცნობილი მწვრთნელისა და დიეტოლოგის ჯეი კარდიელოს თქმით, ნაყინი შეიძლება იყოს კარგი ვარჯიშის შემდეგ ორი საათის განმავლობაში.

რა მოხდება, თუ ბევრ ნაყინს მივირთმევთ?

დაირღვევა ძილი. კვლევებმა აჩვენა, რომ უჯრედისის დაბალი და ნაჯერი ცხიმიების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტის მიღება ასოცირდება ზედაპირულ ძილთან და ღამით უფრო ხშირ გაღვიძებასთან. მეტი შაქრის მიღება, განსაკუთრებით ღამით, ამცირებს ღრმა ძილის შესაძლებლობას.

თუ გშიათ, ძილის წინ ბანანი ჯობს მიირთვათ – ის მდიდარია მაგნიუმით, რომელიც აუმჯობესებს ძილს. იხილეთ სრულად

myquiz