ახალგაზრდა ქალი, რომელიც ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე შეუძლოდ გახდა, მცხეთის კლინიკაში გარდაიცვალა - რა მოხდა ფესტივალზე? | Allnews.Ge

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე შეუძლოდ გახდა, მცხეთის კლინიკაში გარდაიცვალა - რა მოხდა ფესტივალზე?

27 მა­ისს, სა­გუ­რა­მო­ში, 4GB - ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე 31 წლის ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა მცხე­თის "ჯეო ჰოს­პი­ტალსში" გა­და­იყ­ვა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის დამ­სწრე­ე­ბი ჰყვე­ბი­ან, ის ქუ­თა­ი­სი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, მან, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ი­ღო, რა­მაც სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მცხე­თის "ჯეო ჰოს­პი­ტალსს", სა­დაც გვი­თხრეს:

"პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას იყო კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­ჭი­რო­ებ­და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ და აპა­რა­ტულ მხარ­და­ჭე­რას, რაც სრუ­ლი მას­შტა­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, სამ­წუ­ხა­როდ, ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი თა­ვი­დან ვერ ავი­ცი­ლეთ“. და­ნარ­ჩენ დე­ტა­ლებს კლი­ნი­კა არ ამ­ხელს.

ambebi.ge-მ ინ­ფორ­მა­ცია შსს-შიც გა­და­ა­მოწ­მა, სა­დაც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ გო­გო­ნა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე კი 115-ე მუხ­ლით აღიძ­რა.

ამ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტის შე­სა­ხებ მე­ტის გარ­კვე­ვას თა­ვად ელექტრო­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­ვე­ცა­დეთ.

და­ვუ­კავ­შირ­დით 4GB ფეს­ტი­ვა­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერდს", სა­ი­და­ნაც მოგ­ვწე­რეს:

"პირ­ველ რიგ­ში, მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამო. ადა­მი­ა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ის ად­გილ­ზე მყოფ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩვენ­თვის ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია“.

4GB - ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი 2011 წლი­დან ყო­ველ წელს გა­ზა­ფხულ­ზე იმარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი დი­ჯე­ის, გი­ორ­გი ბა­ქა­ნი­ძის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა (სწო­რედ ამი­ტომ და­ერ­ქვა ფეს­ტი­ვალს 4 GB).

პან­დე­მი­ი­თა და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომით გა­მოწ­ვე­უ­ლი სამ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, წელს ფეს­ტი­ვა­ლი 25, 26, 27 მა­ისს სა­გუ­რა­მო­ში გა­ი­მარ­თა.

თვითმხილ­ველ­თა თქმით, ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სინ­თე­ტი­კურ­მა ოპი­ო­იდ­მა - ფენ­ტა­ლინ­მა იმ­სხვერ­პლა, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წლის წინ გა­მოჩ­ნდა და უკვე არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა შე­ე­წი­რა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხუ­თი­ო­დე წლის წინ, 2018 წელს ერთ-ერთ კლუბ­ში მი­ღე­ბუ­ლი ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ერ­თდრო­უ­ლად 4 ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა.

ნარ­კო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ “ფენ­ტა­ნი­ლი” ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სინ­თე­ტი­კუ­რი ოპი­ო­დია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია სიკ­ვდი­ლის რის­კი. ნა­წი­ლობ­რივ, ეს პრობ­ლე­მა დგე­ბა იმი­ტომ, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა არ იცის, რას მო­იხ­მარს. რო­გორც წესი, ეს ნივ­თი­ე­რე­ბა საღ­დე­ბა სხვა, ტრა­დი­ცი­უ­ლი ნარ­კო­ტი­კის სა­ხით და, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ სა­ზღვრავს იმ დო­ზას, რო­მელ­საც მისი ორ­გა­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა იყოს მიჩ­ვე­უ­ლი. ის და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ჰე­რო­ი­ნი.

ფენ­ტა­ნი­ლი (სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დი), რო­მე­ლიც 1968 წელს შე­ი­მუ­შა­ვეს, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ოპი­ო­ი­დია. ფენ­ტა­ნი­ლი 50-100-ჯერ უფრო ძლი­ე­რი მოქ­მე­დე­ბი­საა, ვიდ­რე იმა­ვე მა­სის მორ­ფი­ნი (წო­ნი­თი თა­ნა­ფარ­დო­ბით). ფენ­ტა­ნი­ლის (ალფა, 3-მე­თილ) ქუ­ჩუ­რი ვერ­სია, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მზად­დე­ბა, უკი­დუ­რე­სად ძლი­ე­რი პრე­პა­რა­ტია, ხში­რად მის მიერ იმი­ტი­რე­ბულ ნარ­კო­ტიკ­ზე მე­ტა­დაც. ზეძ­ლი­ერ ქუ­ჩის ფენ­ტა­ნილს, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიძ­ლი­ე­რის მქო­ნე ჰე­რო­ი­ნის სა­ხით იყი­დე­ბო­და, ზე­დო­ზი­რე­ბით სიკ­ვდი­ლის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა უკავ­შირ­დე­ბა. მექ­სი­კის ფენ­ტა­ნი­ლის ქარ­ხა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შემ­თხვე­ვა, როცა მი­ყო­ლე­ბით 1000-ზე მეტი წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ამ ნარ­კო­ტი­კის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის გა­ყიდ­ვის შე­დე­გი იყო. ფენ­ტა­ნილს ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბა “ოპი­ო­ი­დუ­რი ზე­დო­ზი­რე­ბის ეპი­დე­მია”, რო­მე­ლიც აშშ-ში 2017 წელს ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ად (public health emergency) გა­მო­ცხად­და. იხილეთ სრულად

myquiz