"სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?
მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი დღე-დღეზე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრება. როგორც მისი ოჯახის ახლობელი გვეუბნება, თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია, ახლა მხოლოდ სამკურნალო თანხის მობილიზებაა საჭირო.
როგორც სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობელმა გვითხრა, სოსოს მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა დღეს შედარებით უკეთაა, ვინაიდან რამდენიმე დღის შემდეგ დღეს პირველად მიიღო დამოუკიდებლად საკვები.
AMBEBI.GE სოსო ჯაჭვლიანის მეგობარ პოლიტიკოსს დავით ლორთქიფანიძესაც დაუკავშირდა.
"სოსოსთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს. თვეებია, ქართულ-გერმანულ კლინიკაში მკურნალობს და დღეს შედარებით უკეთაა, ვიდრე თვეების წინ იყო. სოსო ამ ხნის მანძილზე სპეციფიკური ვიტამინიზირებული საკვებით იკვებება, ისეთით, რასაც ორგანიზმი აიტანს. თურქულ მხარესთან, ფაქტობრიბვად, დასრულებულია მოლაპარაკება, გადაგზავნილია ყველა კვლევა, კატე, ანალიზები, მას გააკეთებინეს გენეტიკური ანალიზი, რათა უშუალოდ მოხდეს ჩარევა იმ ადგილებში, რაც დაზიანებულია (მთლიანად ორგანიზმის „დაბომბვა“ რომ არ მოხდეს მკურნალობით). სოსო დღე-დღეზე წავა თურქეთში და გააგრძელებს მკურნალობას, რომელიც, როგორც ეუბნებიან, 5 ეტაპადაა დაყოფილი და დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მკურნალობის ყველა ეტაპის შემდეგ შეისვენებს და როცა 5 ეტაპი დასრულდება, გადაუღებენ კატეს, სადაც გამოჩნდება რა ფორმით უნდა გაგრძელდეს მისი მკურნალობა. იმედია, ქირურგიული ჩარევა არ გახდება საჭირო.
სოსოს 4-5 თვეა, რაც მკურნალობს ქართულ-გერმანულ კლინიკაში. ადრე მას ჰქონდა კუჭის პრობლემა და გერმანიაში გაიკეთა ოპერაცია, პრობლემა აღარ არსებობდა, იკეთებდა კვლევებს და არსად ჩანდა, რომ ამას გართულება მოჰყვა. იხილეთ სრულად