თბილისის მერის ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერის თასმებით: რა ღირს კედები, რომლის გამოც მერის სტილს კვლავ განიხილავენ | Allnews.Ge

თბილისის მერის ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერის თასმებით: რა ღირს კედები, რომლის გამოც მერის სტილს კვლავ განიხილავენ

"ფე­ის­ბუქ­ში" დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ერ­თწუ­თი­ა­ნი ვი­დეო, რო­მე­ლიც მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე გვიყ­ვე­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, თბი­ლი­სის მე­რი­ის სერ­ვის ცენ­ტრებ­ში A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სე­ბის­თვის ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში მოძ­რა­ო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სტი­კე­რე­ბი­სა და სა­ბან­კო გა­დახ­დე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი QR კო­დე­ბის გა­ცე­მა და­ი­წყო. სწო­რედ ამ თე­მის შე­სა­ხებ არის ვი­დე­ორ­გო­ლიც.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მერი პი­რა­დად ური­გებს ტაქ­სის მძღო­ლებს QR კო­დე­ბის სტი­კე­რებს. ალ­ბათ, არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რომ არა ერთი კად­რი, სა­დაც კა­ლა­ძე სრუ­ლად ჩანს და რო­გორც თა­ვა­დაც ხე­დავთ, ფეხ­საც­მელ­ზე სხვა­დას­ხვა ფე­რის თას­მე­ბი უკე­თია.

kaladze1-72626-1685431553.jpg

მე­რის ჩაც­მუ­ლო­ბა ხში­რად ექ­ცე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ამ­ჯე­რად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სხვა­დას­ხვა ფეხ­საც­მე­ლი ეცვა თუ მხო­ლოდ თას­მე­ბის ფერ­ში იყო გან­სხვა­ვე­ბა.

კახა კა­ლა­ძეს ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა ფე­რის თას­მე­ბი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რებ­შიც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. დე­და­ქა­ლა­ქის მერს x Travis Scott Air Jordan 1 Low sneakers აც­ვია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც ამ­ჟა­მად 3033 დო­ლა­რია.

screenshot-1-70392-1685431574.jpg

რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­დის­ფერ თას­მებს, რო­გორც ფო­ტო­დან ჩანს, ფეხ­საც­მელს, მე­ო­რე ფე­რის სა­თა­და­რი­გო თას­მე­ბი მოყ­ვე­ბა.

წყარო: ambebi.ge

myquiz