უკრაინის რადას დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, Грузія-ს ნაცვლად ჩვენს ქვეყანას საქართველო უწოდონ | Allnews.Ge

უკრაინის რადას დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, Грузія-ს ნაცვლად ჩვენს ქვეყანას საქართველო უწოდონ

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტე­ბი გა­მო­დი­ან ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ, "Грузія" ნაც­ვლად ჩვენს ქვე­ყა­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეწო­დოს ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლი - სა­ქარ­თვე­ლო. შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკ­რა­ი­ნის რა­დას ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, 26 მა­ისს და­ა­რე­გის­ტრი­რეს.

დო­კუ­მენ­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან "ევ­რო­პუ­ლი სო­ლი­და­რო­ბის“ და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ნა­ბი­ჯი ხელს შე­უ­წყობს ორი სა­ხელ­მწი­ფოს და­ახ­ლო­ე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რუ­სე­თის გავ­ლე­ნით დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლის მო­შო­რე­ბას.

"უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ მი­ი­ღოს ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ოფი­ცი­ა­ლურ ლექ­სი­კა­ში დამ­კვიდ­რდეს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა - "სა­ქარ­თვე­ლო", რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენა­ში, ისე მა­ს­მე­დი­ა­ში. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­დეს, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი". - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

myquiz