"მომხდარის დამალვის მიზეზი მკვლელობაში ბრალდებული ბაჟუნაიშვილისგან მუქარა იყო" - რა თქვეს პროცესზე 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა? | Allnews.Ge

"მომხდარის დამალვის მიზეზი მკვლელობაში ბრალდებული ბაჟუნაიშვილისგან მუქარა იყო" - რა თქვეს პროცესზე 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა?

ქო­ბუ­ლეთ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ სამ პირს - ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ანს, და­ვით მე­ნაბ­დეს და ლუკა ჯიბ­ლა­ძეს ბათუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­მი­ვე და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მუხ­ლით ედე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს წარ­დგე­ნი­ლი, ქვე­ყა­ნა თურ­ქე­თის გავ­ლით უკვე და­ტო­ვა და მი­მალ­ვა­შია.

პრო­ცეს­ზე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რის და­მალ­ვის მი­ზე­ზი მუ­ქა­რა და შიში იყო, რის გა­მოც ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ან­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ აც­ნო­ბა.

მისი თქმით, მუ­ქა­რას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლის მხრი­დან გა­ნიც­დიდ­ნენ.

პრო­კუ­რორ თორ­ნი­კე გო­გეშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ხელ­დე­ბა.მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­მალ­ვა­ში მყოფ­მა ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვილ­მა სტუმ­რად მყო­ფი გი­ორ­გი ალ­ხა­ნიშ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვილ­მა ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ან­თან ერ­თად, მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა და მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ტყის პი­რას და­მარ­ხა.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, მომ­ხდარს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ვით მე­ნაბ­დე და ლუკა ჯიბ­ლა­ძე შე­ეს­წრნენ, თუმ­ცა მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მომ­ხდა­რი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

პრო­კუ­რო­რის თქმით, თა­ვად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი ლონ­დონ­ში სწავ­ლობს და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მა­ისს ღა­მით მოხ­და. მე­ო­რე დღეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა შემ­თხვე­ვის დროს მყო­ფი პი­რის დახ­მა­რე­ბით ცხე­და­რი და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა და და­მარ­ხა, თვი­თონ კი 19 მა­ისს ქვე­ყა­ნა თურ­ქე­თის გავ­ლით და­ტო­ვა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 22 მა­ი­სი­დან და­ი­წყო, როცა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თეს, მათ იცოდ­ნენ ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რებს ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ 20 წლის ახალ­გაზ­რდა სახ­ლი­დან ტაქ­სით გა­ა­ცი­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა თორ­ნი­კე გო­გეშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ქო­ბუ­ლეთ­ში სო­ფელ ლეღ­ვა­ში 20 წლის გი­ორ­გი ალ­ხა­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 26 მა­ისს გამ­თე­ნი­ი­სას იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და, იგი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას ცხე­დარს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მისი ამოც­ნო­ბა დე­დამ პი­რა­დი ნივ­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლო.

მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 18 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

myquiz