"გადავწყვიტეთ, ჩვენს 19 წლის ქალიშვილს ბინის ქირის და საკვების ფული გამოვართვათ" - მშობლების ამ მიდგომას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა | Allnews.Ge

"გადავწყვიტეთ, ჩვენს 19 წლის ქალიშვილს ბინის ქირის და საკვების ფული გამოვართვათ" - მშობლების ამ მიდგომას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

საქართველოში ხშირად კიცხავენ ოჯახებს, სადაც სრულწლოვანი შვილები კვლავ მშობლების სახლებში, მათ ხარჯზე ცხოვრობენ. როგორც ჩანს, არც საზღვარგარეთაა ეს ტენდენცია იშვიათი, რადგან მშობლები ცდილობენ წინასწარ იზრუნონ იმაზე, რომ შვილი მშობლებისგან განცალკევას და დამოუკიდებლობას მიეჩვიოს.

ამერიკელმა მშობლებმა კოდიმ და ერიკამ გადაწყვიტეს მათთან მცხოვრებ 19 წლის ქალიშვილს ბინის ქირა გადაახდევინონ. ეს იდეა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს და მიაჩნიათ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ახალგაზრდის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად.

"თუკი ზრდასრულ შვილს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ცალკე ცხოვრება და ბინის ქირაობა, მაშინ მან უნდა უნდა იმუშაოს და ოჯახის ბიუჯეტში წვლილი შეიტანოს" - მიიჩნევენ კოდი და ერიკა. პრინციპში, მათი მიდგომა გონივრულად გამოიყურება, რადგან ინტერნეტში ბევრი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ „სხედან 30 წლის ადამიანები მშობლებს კისერზე“.

როგორ შევნიშნოთ ის ზღვარი, როდესაც ბავშვი ინფანტილური ხდება და ვერ ახერხებს მშობლებისგან განშორებას? იქნებ სწორედ სრულწლოვანებაა ის ზღვარი, რომელსაც ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადავყავართ.

კოდიმ და ერიკამ Tiktok-ზე თავიანთ ვიდეოში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ ქალიშვილს ყოველთვიურად 180 ევრო ბინის ქირისთვის გამოართვან და კიდევ 100 ევრო საკვებისთვის. ან გოგონამ თავად უნდა იყიდოს პროდუქტები.

”ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ გადასახადების გადახდისას ეს გაკვეთილად გამოადგება”, - განმარტა წყვილმა. მართალია, ვიდეოში ისინი არ განმარტავენ, მუშაობს თუ არა მათი ქალიშვილი და როგორ იშოვის ამ ფულს. იხილეთ სრულად

myquiz