ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კახეთში სასტიკად მოკლე? | Allnews.Ge

ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კახეთში სასტიკად მოკლე?

რუს­თა­ვე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც 4 თვის წინ გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოკ­ლეს და შემ­დეგ მისი ცხე­და­რი ჭაში ჩა­ა­ბე­ტო­ნეს, 26 წლის გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვი­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინფო რუს­თა­ვი" ავ­რცე­ლებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს იც­ნობ­და. მათ მირ­ზაშ­ვი­ლი ქა­ლაქ რუს­თა­ვი­დან გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში წა­იყ­ვა­ნეს და ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტი­სას მოკ­ლეს, რის შემ­დე­გაც კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი სოფ­ლის მო­შო­რე­ბით, ჭაში ჩა­აგ­დეს, ჭა კი ქვე­ბი­თა და ბე­ტო­ნით ამო­ავ­სეს.ცნო­ბი­ლია, რომ მირ­ზაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ფაქ­ტის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თმა პირ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბულს შო­რის ერთ-ერთი სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხი­დან არის. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი რუს­თა­ვი­დან სა­ქე­ი­ფოდ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რა დრო­საც კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

"უჩხუ­ბი­ათ და ამ ჩხუ­ბის შემ­დეგ მოხ­და მკვლე­ლო­ბა, სოფ­ლის ბო­ლო­ში სარ­წყა­ვი არ­ხის ჭაში ჩა­აგ­დეს, ქვა-ღორ­ღი და­ა­ყა­რეს და და­ა­ბე­ტო­ნეს" - ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

გა­მო­ცე­მა "ინფო რუს­თა­ვის" ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მკვლე­ლი მოკ­ლუ­ლის პი­რა­დი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლობ­და, რუს­თა­ვე­ლი ბი­ჭის სა­ხე­ლით მისი ოჯა­ხის წევ­რებს მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს წერ­და და ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლის დე­დას წერ­დნენ, რომ ის მო­ნას­ტერ­ში იყო და მისი ძებ­ნა არ და­ე­წყოთ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 24 და 27 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის გ.მ.- ს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 22 მა­ისს გახ­და. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ გ.ს. და უ.ბ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ი" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz