"გავაპროტესტე პრეზიდენტის გამოსვლა, მაგრამ სიტყვა "მოღალატე" არ მითქვამს" - რა ხდებოდა პრეზიდენტის გამოსვლის დროს და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია? | Allnews.Ge

"გავაპროტესტე პრეზიდენტის გამოსვლა, მაგრამ სიტყვა "მოღალატე" არ მითქვამს" - რა ხდებოდა პრეზიდენტის გამოსვლის დროს და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე საკ­მა­ოდ მწვა­ვე გა­მოს­ვლა ჰქონ­და. მან მთავ­რო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი კი­დევ ერთხელ და­უ­წუ­ნა და ამ კონ­ტექ­სტში გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძი­სა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"ამ ტრი­ბუ­ნი­დან მინ­და მივ­მარ­თო გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს. მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი ბო­დიშს გიხ­დით იმ შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ თქვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. გა­უ­გე­ბა­რია, როცა ევ­რო­პას და ამე­რი­კას ყვე­ლა­ფერს აბ­რა­ლებ, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მცდე­ლო­ბას, ქარ­თვე­ლო­ბის წარ­თმე­ვას, გარ­ყვნი­ლე­ბას და მა­ინც, სა­კუ­თარ შვი­ლებს, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში უშ­ვებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ახალ თა­ო­ბას ევ­რო­პულ მო­მა­ვალს უს­პობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ, ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი და და­ვიბ­რუ­ნოთ მო­მავ­ლის იმე­დი." - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მა­შინ რო­დე­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ სი­ტყვებს წარ­მოთ­ქვამ­და, იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც მთავ­რო­ბის წარ­მომ­დგენ­ლე­ბი ის­ხდნენ, პრე­ზიდ­ნე­ტის მი­მართ შე­ძა­ხი­ლე­ბი ის­მო­და. ად­გილ­ზე მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, "მო­ღა­ლა­ტე" და­უ­ძა­ხეს ტრი­ბუ­ნა­ზე მყოფ პრე­ზი­დენტს."ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ და ირაკ­ლი ქა­და­გი­ძემ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მათ გარ­კვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით, თუმ­ცა არ ადას­ტუ­რე­ბენ "მო­ღალ­ტის" და­ძა­ხე­ბას.

"ზუს­ტად გე­უბ­ნე­ბით, რომ რაც გა­მო­ით­ქვა, არ­ცერთ სი­ტყვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა თქვა, ბევ­რმა თქვა კი­დევ, ამ სი­ტყვე­ბის მი­მართ არ გამ­ჩე­ნია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რად­გან სწო­რი იყო. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კო­ლე­გებს მეც ვუ­ზი­ა­რებ­დი, რამ­დე­ნად ხმა­მაღ­ლა იყო და რო­გო­რი ტემ­ბრი მქონ­და არ მახ­სოვს, ვერ გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

"გა­ვაპ­რო­ტეს­ტე პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა, მაგ­რამ ეს სი­ტყვა არ მით­ქვამს (მო­ღა­ლა­ტე). პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვა არ შე­ე­ფე­რე­ბო­და დღე­ვან­დელ დღეს" - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

"ყვე­ლა, ვინც ცდი­ლობს, რომ ეს დღე გა­ა­ტა­როს ქიშპ­ში, ერ­თმა­ნე­თის ბრალ­დე­ბა­ში და ა.შ. გვარ­თმევს ამ დღეს" - ასე შე­ა­ფა­სა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე­ზე პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან მმარ­თვე­ლი გუნ­დის კრი­ტი­კა.რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს კა­მა­თი, დის­კუ­სია და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი არ უნდა ის­მო­დეს.

"ვფიქ­რობ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე არის დღე, რო­დე­საც არ უნდა იყოს კა­მა­თი, დის­კუ­სია, ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი. პი­რა­დად, ამ სუ­ლის­კვე­თე­ბა­ში დავ­რჩე­ბი. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სურ­ვებ, რომ ეს დღე პო­ზი­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როს, ვი­ნა­ი­დან ეს დღე ჩვე­ნია. ყვე­ლა, ვინც ცდი­ლობს, რომ ეს დღე გა­ა­ტა­როს ქიშპ­ში, ერ­თმა­ნე­თის ბრალ­დე­ბა­ში და ა.შ. გვარ­თმევს ამ დღეს. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­სურ­ვებ, რომ ეს დღე მი­ი­ღოს, რო­გორც მისი დღე და ბო­ლომ­დე იზე­ი­მოს“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

myquiz