როგორ ულოცავს ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს | Allnews.Ge

როგორ ულოცავს ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს. ზე­ლენ­სკის მი­სა­ლო­ცი ტექ­სტის თარ­გმა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა:

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ!

უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სა და პი­რა­დად ჩემი სა­ხე­ლით, გულ­წრფე­ლად გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს. ჩვენს ხალ­ხებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ეფუძ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი მტა­ცებ­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის პი­რო­ბებ­ში.

ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ასე­ვე ყო­ველ­თვის თან­მიმ­დევ­რუ­ლად უჭერ­და მხარს და გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მო­ახ­დე­ნენ თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ას, და­აბ­რუ­ნე­ბენ სა­მარ­თლი­ან მშვი­დო­ბას უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში და უსაფრ­თხო­ე­ბას შავი ზღვის რე­გი­ონ­ში.

ძვირ­ფა­სო ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, გი­სურ­ვებთ მტკი­ცე ჯან­მრთე­ლო­ბას და წარ­მა­ტე­ბებს თქვენს სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ქარ­თველ ხალ­ხს კი მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას.

პა­ტი­ვის­ცე­მით, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი"

myquiz