"ევროპასა და ამერიკაში კი არა, საქართველოში ჩადის და ქორწილს კვერცხების სროლის ფონზე იხდის. ვაშა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ლავროვის ოჯახის წევრის ქართულ ქორწილს? | Allnews.Ge

"ევროპასა და ამერიკაში კი არა, საქართველოში ჩადის და ქორწილს კვერცხების სროლის ფონზე იხდის. ვაშა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ლავროვის ოჯახის წევრის ქართულ ქორწილს?

19 მა­ისს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ყვარ­ლის სას­ტუმ­რო­ში, ქმარ­თან ერ­თად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა და ქორ­წი­ლის სამ­ზა­დის­შია, რუ­სულ მე­დი­ა­შიც მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი აქვს და და­ხო­ცი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე მე­ომ­რე­ბის ჩა­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­სი ახ­ლაც არ წყდე­ბა, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტის შვი­ლის­გან ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა, სულ ცოტა უხერ­ხუ­ლია...სხვე­ბის თქმით, სრუ­ლი უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბაა, იმ ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტად ჩას­ვლა, სა­დაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს კვერ­ცხე­ბი­თა და უხამ­სი შე­ძა­ხი­ლე­ბით ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ რუს­მა ერმა დიდი ხა­ნია თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­კარ­გა...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვარ­ლის სას­ტუმ­რო­ში ქორ­წი­ლი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის სი­ძის, ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმას უნდა ჰქონ­დეს.

obozrevatel.com-ის ცნო­ბით, მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორი ქვე­ყა­ნას შო­რის ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ქა­ლიშ­ვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნა ლავ­რო­ვა თბი­ლის­ში ჩა­ვი­და.

"კა­ხე­თის სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან რუ­სე­თი­დან ჩა­სუ­ლი სხვა სტუმ­რე­ბიც" - წერს გა­მო­ცე­მა.

ლავ­რო­ვის ოჯა­ხურ სკან­დალს კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა vz.ru გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ლავ­რო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალს ქსე­ნო­ფო­ბია უწო­და, ოპო­ზი­ცი­ის და მისი მომ­ხრე­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას კი ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ლავ­რო­ვის ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლის გამო, ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ 10-ზე მეტი აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვა" - წერს გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ელო­დე­ბო­და, რომ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი კამ­პა­ნი­ის ტალ­ღა იფეთ­ქებ­და და მისი პროგ­ნო­ზი ახდა.

"მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქსე­ნო­ფო­ბი­ის ად­გი­ლი არ არის, ის არ ზის, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ლი­ბე­რა­ლურ-ფა­შის­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია" - წერს გა­მო­ცე­მა.

ლავ­რო­ვე­ბის ოჯა­ხურ სკან­დალს ირო­ნი­უ­ლი იუ­მო­რით ეხ­მა­რე­ბი­ან ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, მათი ნა­წი­ლის ცნო­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აღი­ა­რებს სან­ქცი­ე­ბის ეფექტს.

"თუმ­ცა გრან­დი­ო­ზუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის გა­სა­მარ­თად, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში კი არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დის და ქორ­წილს კვერ­ცხე­ბის სრო­ლი­სა და და­კა­ვე­ბე­ბის ფონ­ზე იხ­დის. ვაშა!.. წინ ვართ" - წერს ელე­ნა კა­რეტ­ნი­კო­ვა.

myquiz