რა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას სწრაფად ჭამა
სწრაფად ჭამა ძალიან ცუდი ჩვევაა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჭარბ კვებას,წონის მომატებასა და სიმსუქნეს.
დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ადამიანები ხშირად ჭამენ სწრაფად. თუმცა, ტვინს დრო სჭირდება ნაყროვანების სიგნალების დასამუშავებლად. ტვინს შეიძლება 20 წუთამდე დასჭირდეს იმის გაგება, რომ დანაყრდით.
როდესაც სწრაფად ჭამთ, ბევრად უფრო ადვილია იმაზე მეტი საკვების მიღება, ვიდრე თქვენს ორგანიზმს ნამდვილად სჭირდება. დროთა განმავლობაში, ჭარბი კალორიების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც სწაფად ჭამდნენ, ჭარბი წონის განვითარების ალბათობა 3-ჯერ მეტი იყო.
სწრაფად კვება არა მხოლოდ ზრდის ჭარბი წონისა და სიმსუქნის რისკს, ის ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან, მათ შორის:
ინსულინის მიმართ რეზისტენტობა - ძალიან სწრაფად კვება დაკავშირებულია ინსულინის მიმართ რეზისტენტობის გაზრდის რისკთან, რაც ხასიათდება სისხლში შაქრისა და ინსულინის მაღალი დონით. ეს არის ტიპი 2 დიაბეტის და მეტაბოლური სინდრომის დამახასიათებელი ნიშანი.
ტიპი 2 დიაბეტი - სწრაფად ჭამა დაკავშირებულია ტიპი 2 დიაბეტის უფრო მაღალ რისკთან. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც სწრაფად ჭამენ 2,5-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ეს დაავადება, მათთან შედარებით, ვინც ნელა ჭამს.
Მეტაბოლური სინდრომი - სწრაფმა კვებამ და მასთან დაკავშირებულმა წონის მატებამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური სინდრომის რისკი.
ცუდი მონელება - ადამიანებში, რომლებიც სწრაფად ჭამენ, როგორც წესი, ხშირად ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი. იხილეთ სრულად