როგორ წაართვეს ბიზნესი თათა ვარდანაშვილს? - დიზაინიერი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე | Allnews.Ge

როგორ წაართვეს ბიზნესი თათა ვარდანაშვილს? - დიზაინიერი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი მო­დის სამ­ყა­რო­ში სა­ხე­ლი 2000-იანი წლე­ბი­დან გა­ით­ქვა, მე­დი­ის არც თუ ისე ხში­რი სტუ­მა­რია.

ამ­ჯე­რად დი­ზა­ი­ნერ­მა "ღა­მის პრა­იმ-თა­იმ­ში"ცნო­ბილ მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ილა­პა­რა და იმა­ზე, თუ რა­ტომ არ შექ­მნა მე­ო­რედ ოჯა­ხი.

„მეუღლე ისე სიგიჟემდე მიყვარდა, რომ ერთ-ერთ აღსარებაში ვთქვი, რომ ღმერთმა ალბათ იეჭვიანა და ერთად იმიტომ აღარ ვართ-მეთქი.. გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და თვალით აღარ მინახავს. სამშობიაროდან ერთად გამოვედით. ყველას ახსოვს მისი ემოცია, როცა გაიგო, რომ ბიჭი შეგვეძინა. მესამე დღეს იყო მისი მამის გარდაცვალების დღე. უკვე სახლში ვიყავი. დემეტრეს დაბადების მოწმობა აიღო და თქვა, მამაჩემს უნდა ვახარო, შვილის დაბადებაო, ყველას ჩაგვეხუტა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ განქორწინების დღეს ვნახე.

bavsvi-2023-05-17-23-21-41-237618-1684390139.jpg

ძალიან დიდხანს მქონდა გაურკვევლობის შეგრძნება. მხოლოდ ერთხელ დავურეკე, 1996 წლის აღდგომას. მშობიარობიდან სამ თვეში. მინდოდა, სახლიდან ჩემი ნივთები წამომეღო. მაგრამ სახლში მისი და დამხვდა და არ შევსულვარ. ელემენტარული რაც მჭირდებოდა, ისიც იქ დავტოვე. ფეხით წამოვედი და ვთქვი, რომ ამ ქუჩაზე, ნუცუბიძეზე, აღარ გავივლი -მეთქი.

როგორ წაართვეს ბიზნესი თათა ვარდანაშვილს?

“ფეხსაცმელების დედოფალი” – ასე მოიხსენიებდნენ დიზაინერ თათა ვარდანაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში. თათამ მაშინ ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინის შექმნით გაითქვა სახელი… ახლა კი ის საზოგადოების თვალთახედვიდან გამქრალია. როგორც აღმოჩნდა, დიდი განსაცდელები გადაუტანია და ამჟამად სასამართლოში აქვს დავა საკუთარი ბიზნესის დასაბრუნებლად.

მას საკუთარი კომპანია ჰქონდა დაარსებული, რომელსაც მისი შვილის სახელი – “დემეტრე 96” ერქვა. მერე საგანმანათლებლო-სახელობო საქმიანობის უფლება მოიპოვა და კერძო ლიცენზირებული სასწავლებელი გახსნა – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტექნოლოგიებისა და კონსტრუირება-მოდელირების სპეციალობით.

ერთ მშვენიერ დღეს კი თათა ვარდანაშვილის წარმატებული ბიზნესის შესახებ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეიტყო. 2 წლით ადრე გახსნილი საწარმო ტელეკამერების წინ ხელახლა გახსნა. მალე კი თათასთან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ და მილიონების ღირებულების მქონე კერძო ბიზნესი სახელმწიფოს საკუთრებად გადააფორმეს.

tata-1684390167.jpg

სააკაშვილის “ჯარისკაცებმა” მაშინ საწარმოს დირექტორად თავად თათა დანიშნეს და საკუთარი ხელით შექმნილ ბიზნესში ხელფასს უხდიდნენ. სამართლიანობის სახელით მოსულმა “ოცნებამ” კი, იმის მაგივრად, რომ თათასთვის წართმეული ბიზნესი დაებრუნებინა, იმ ხელფასის საშუალებაც მოუსპო, რასაც ნაციონალები უხდიდნენ. ამ ყველაფერმა დიზაინერი ლოგინად ჩააგდო. მერე პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ლოგინიდან წამოდგა და ახლა სასამართლოში აგრძელებს დავას.

წარმატებული ბიზნესიდან სასამართლოს კარამდე გავლილ რთულ გზაზე თათა ვარდანაშვილი “სარკეს” უამბობს:

– ვარდების რევოლუცია რომ მიმდინარეობდა, მაგ დროს “მეტეხში” მქონდა დიდი გამოფენა, სადაც საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ იტალიელი სპეციალისტები, რომლებმაც ჩამომიტანეს დონსელის ლიცენზია. ეს ლიცენზია მოიცავდა სამგანზომილებიან მანქანა-დანადგარებს. ეს ზუსტად იმის ლიცენზია იყო, რაც ევროპაში იწარმოებოდა. მისი ვადა იყო 5 წელი და 3 წლის შემდეგ შეგვეძლო პროდუქციაზე დაგვეწერა “დამზადებულია ევროპაში”. უნდა დაგვემზადებინა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე. როდესაც დედა გავხდი და თან მარტოხელა, გადავწყვიტე, ცხოვრებას ასე მარტივად არ შევგუებოდი და სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა ასპირანტურაში, კონკრეტულად ფეხსაცმლის მოდელირების სპეციალობით.

მქონდა ჩემი სახელოსნო და დიზინერობის პრაქტიკა და ა.შ. მთელი ქართველი დიზაინერებისთვის ვაკეთებდი ფეხსაცმელების კოლექციას. განსაკუთრებით მჭიდროდ ვთანამშრომლობდი მაკა ასათიანთან. ჩვენ ბავშვობის მეგობრობა გვაკავშირებდა. მე და თეონა თავართქილაძე კი კურსელები ვიყავით.

მაშინ “ქართუ ჯგუფმა” შეიძინა “ისნის” ყოფილი ფეხსაცმელების ფაბრიკა და იქ იტალიელმა სპეციალისტებმა დაიწყეს იტალიური ტექნოლოგიით დამზადება. ასპირანტურაში სწავლის დროს აღმოვჩნდი ამ საწარმოში. იტალიელმა სპეციალისტებმა, რომლებიც იქ მუშაობდნენ გამომარჩიეს და მივლინებაში გამაგზავნეს გერმანიაში. გერმანიაში გავიცანი იტალიური ჯგუფი. იქ ერთი მოხუცი კაცი იყო, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული ჩემით. მთხოვა, დავკავშირებოდი.

tata-vardanashvili-w-h-1684390192.jpeg

მეორედ შევხვდი სტამბულში. ამ დროს უკვე მქონდა ჩემი სახელოსნო და დიზინერობის პრაქტიკა და ა.შ. მთელი ქართველი დიზაინერებისთვის ვაკეთებდი ფეხსაცმელების კოლექციას.

ის იტალიელი თბილისში ჩამოვიდა. დაათვალიერა ჩემი სახელოსნო და მითხრა, ადრე თუ გვიან საქართველოც დადგება აღმშენებლობის გზაზე და მოდი, საქართველო ევროპისკენ გამავალ გზად გამოვიყენოთო. შევთანხმდით, რომ ვისწავლიდი მათ სკოლაში, სადაც სწავლა მაშინ 150 ათასი ევრო ღირდა. აქედან მე მხოლოდ 40 ათასი უნდა გადამეხადა, რომ ლიცენზია შემეძინა. ასევე, უნდა მიმეღო მონაწილეობა იტალიის მხრიდან თურქეთში წარმოებების გადაიარაღების პროცესში. ჩავდიოდი და ახალ მოდელებს ვგეგმავდი და ვაწყობდი.

ეს პროექტი დასრულდა 2003 წლის ბოლოს და დავთქვით, რომ ლიცენზია საზეიმოდ გადმომეცემოდა. ეს სწორედ ვარდების რევოლუციას დაემთხვა.

2007 წელს ჩამოვაყალიბე სახელობო-საგანმანათლებლო ცენტრი. ეს პროფესიული სასწავლებლის მსგავსი იყო, სადაც ისწავლებოდა მოდელირება-კონსტრუირება როგორც ტანსაცმლის, ასევე ფეხსაცმლის. პროექტი წარვუდგინე განათლების სისტემას, ეკონომიკის სამინისტროსაც წარვუდგინე და მომცეს ლიცენზია.

2007 წელსვე “ქართუ ჯგუფისგან” გამოვისყიდე მეორადი მანქანა-მოწყობილობები ზუსტად იმ მიზნით, რომ სასწავლებელში მიმეტანა და სწავლება ამ დანადგარებზე განმეხორციელებინა. მაშინ კახა ბენდუქიძეს მოვუყევი ჩემს საქმეზე და ძალიან მოეწონა. ისანში გადმოგვცეს ძველი სარეაბილიტაციო შენობა. მოვახდინე იმ შენობის რეაბილიტაცია, თუმცა ნაწილი გადავეცი შავნაბადას სკოლას სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით. იხილეთ სრულად

myquiz