"ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა..." - რა გადაწყვეტილება მიიღეს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" 5 დეპუტატთან დაკავშირებით? | Allnews.Ge

"ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა..." - რა გადაწყვეტილება მიიღეს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" 5 დეპუტატთან დაკავშირებით?

მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი ფრაქ­ცი­ის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­დნენ - სხვაგ­ვა­რად ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­მხრი­ვად მიგ­ვე­ღო , - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არც ერთი დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­მაც დღეს ხმა მის­ცა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში „კლა­ნის“ გან­მტკი­ცე­ბას, არ არის „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, თუმ­ცა ისი­ნი ამ დრომ­დე ფრაქ­ცი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტია გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ნა­წი­ლი გახ­დეს და არ და­უშ­ვე­ბენ, რომ „კლა­ნის“ გაძ­ლი­ე­რე­ბა გაგ­რძელ­დეს, მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­უ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მო­ტე­ნე­ბით.

"მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ არც ერთი დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­მაც დღეს ხმა მის­ცა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში „კლა­ნის“ გან­მტკი­ცე­ბას, არ არის „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, თუმ­ცა ამ დრომ­დე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნი ფრაქ­ცი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ ჩვენ ძა­ლი­ან მძი­მე სა­უ­ბა­რი გვქონ­და მრა­ვა­ლი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ისი­ნი გა­ა­კე­თებ­დნენ გან­ცხა­დე­ბას ფრაქ­ცი­ის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ეს იყო ერ­თა­დერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მათ შე­ეძ­ლოთ, რომ მი­ე­ღოთ მას შემ­დეგ, რაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კლა­ნის გან­მტკი­ცე­ბას. სხვაგ­ვა­რად ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით, რომ ცალ­მხრი­ვად მიგ­ვე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გახ­დეს ევ­რო­პის ნა­წი­ლი და არ და­ვუშ­ვებთ, რომ კლა­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა გაგ­რძელ­დეს მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­უ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ჩუ­კურ­მა.

ენმ-ს დე­პუ­ტა­ტი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი მწვა­ვე კი­თხვებს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს, თა­ვად გას­ცე­მენ პა­სუხს, რად­გან ეს კი­თხვე­ბი ნამ­დვი­ლად ლე­გი­ტი­მუ­რია.

"არა­ნა­ირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. მე მათ და­ვუს­ვი ერთი მარ­ტი­ვი კი­თხვა - რო­დის იყო ბო­ლოს, როცა “ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ უნი­სონ­ში იმოქ­მე­და სა­პარ­ლა­მენ­ტო ფორ­მატ­ში და ამის შე­სა­ხებ არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი მსჯე­ლო­ბა ფრაქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. ასე­თი შემ­თხვე­ვა მათ ვერ და­ა­სა­ხე­ლეს და ვერც და­ა­სა­ხე­ლებ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ირ შე­თან­ხმე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. იმე­დი მაქვს, რომ ძა­ლი­ან მწვა­ვე კი­თხვებს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს თა­ვად გას­ცე­მენ პა­სუხს, იმი­ტომ რომ ეს კი­თხვე­ბი ნამ­დვი­ლად ლე­გი­ტი­მუ­რია“, - აღ­ნიშ­ნა ბუ­ჩუ­კურ­მა.

ცნო­ბის­თვის, როს­ტომ ჩხე­ი­ძემ, ნატო ჩხე­ი­ძემ და ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ფრაქ­ცია „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ტო­ვე­ბენ.

myquiz