მავნეა თუ არა უზმოზე ყავის დალევა? | Allnews.Ge

მავნეა თუ არა უზმოზე ყავის დალევა?

ბევრი ადამიანისთვის დილით ფინჯანი ყავის მირთმევა აუცილებელი ტრადიცია და დღის დაწყების საშუალებაა. მაგრამ იდეამ, რომ უზმოზე ყავამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კუჭ-ნაწლავს, ისეთივე პოპულარობა მოიპოვა, როგორც ამ ინფორმაციისადმი უნდობლობამ.

ჩვენი კუჭი იმაზე ძლიერია ვიდრე ჩანს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და მემბრანული ბიოლოგიის პროფესორის, კიმბარეტის თქმით, ჩვენი კუჭი უძლებს ყველანაირ გამღიზიანებელს, მათ შორის ყავას: „კუჭს მრავალი გზა აქვს თავის დასაცავად“. მაგალითად, ის გამოყოფს ლორწოს სქელ ფენას, რომელიც ქმნის ძლიერ ფარს კუჭის ლორწოვან გარსსა და რასაც ჭამთ შორის.

ეს ფარი ასევე იცავს კუჭს საკუთარი ბუნებრივი მჟავე გარემოსგან, რომელიც საჭიროა საკვების გადასამუშავებლად. თქვენ მოგიწევთ ძალიან უხეში ნივთიერების მიღება „კუჭის დაცვა რომ დაირღვეს, რადგან ის მუდმივად მტრულ და დესტრუქციულ გარემოშია“, ამბობს დოქტორიბარეტი.

რა ხდის ჩვენს კუჭს დაუცველს?

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ გამღიზიანებლები, როგორიცაა ალკოჰოლი, სიგარეტის კვამლი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ცვლის ჩვენი კუჭის ბუნებრივ დაცვას და აზიანებს მის ლორწოვან გარსს“, - აცხადებს დოქტორი ბაირონ კრაიერი, დალასის ბეილორის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის შინაგანი მედიცინის დირექტორი. იხილეთ სრულად

myquiz