"სახლში დიდი სუფრები და 24 კაციანი სერვიზები ახალგაზრდებს ვეღარც წარმოუდგენიათ" - როგორ შეიცვალა სახლის მოწყობის გემოვნება | Allnews.Ge

"სახლში დიდი სუფრები და 24 კაციანი სერვიზები ახალგაზრდებს ვეღარც წარმოუდგენიათ" - როგორ შეიცვალა სახლის მოწყობის გემოვნება

ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა თაობების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე, კომფორტული, იდეალური საცხოვრებელი ფართი. მოდით ვნახოთ, რასთან დაკავშირებით შეიძლება გაიყოს მათი აზრები?

10-20 კაციანი სუფრები, 12 -24 კაციანი სერვიზები, ხშირი სტუმრიანობა თანამედროვე, ახალგაზრდა ადამიანებს უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ და არ ესმით. არადა, ჩვენი მშობლებისთვის ეს ყოველდღიური მოვლენა გახლდათ. ახალგაზრდებს ურჩევნიათ შეიძინონ მზა საკვები და სტუმრები დაპატიჟონ რესტორანში. სერვიზები და დიდი ზომის სუფრები სახლში აღარავის სჭირდება.ამიტომ, თუ ახალგაზრდებისთვის სტუდიოს ტიპის ბინა, გაერთიანებული სასადილო და სამზარეულო მისაღებია, უფროს თაობას ეს არ მოსწონს.

bebo2-1684307205.jpeg

არც სახლიან მუშაობა ესმით ჩვენს მშობლებს, არადა, ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც მათ ხშირად კომფორტს ანიჭებს. ასე რომ, სამუშაო ზონა სახლში მათთვის წარმოუდგენელი გახლავთ.ახალგაზრდა თაობას პატარა სახლში ცხოვრება მოსწონს, ეს იაფიც არის და კომფორტულიც, ჩვენი მშობლები კი მიჩვეულები არიან პრინცის, რომ რაც დიდია სახლი, მით უკეთესია. მათ მოსწონდათ და დიდი ოთახები გადატვირთული ავეჯით.

მნიშვნელოვნად განსხვავდება შეხედულებები ინტერიერის ფერთა გამასთან დაკავშირებითაც, წინა თაობისთვის მისაღები სადა და თეთრი ფერი თანამედროვე ინტერიერში შესაძლოა მოსაწყენად მოეჩვენოს ახალ თაობას, ისინი უარს არ ამბობენ მკვეთრ აქცენტებსა და ფერებზე. იხილეთ სრულად

myquiz