ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ივნისში ქორწილს გეგმავენ, რომელიც საქართველოში გაიმართება - რას წერს იტალიური გაზეთი? | Allnews.Ge

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ივნისში ქორწილს გეგმავენ, რომელიც საქართველოში გაიმართება - რას წერს იტალიური გაზეთი?

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. იტა­ლი­უ­რი გა­ზე­თის Capitoline-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვი­ჩა და ნიცა თა­ვა­ძე ივ­ნის­ში აპი­რე­ბენ ქორ­წი­ნე­ბას. მა­თი­ვე ცნო­ბით, ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ასე­ვე გა­მო­ცე­მა წერს, რომ ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ნე­ა­პოლ­ში გა­და­ვა სა­ცხოვ­რებ­ლად...

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლი და­ნიშ­ნუ­ლია. ნიშ­ნო­ბა მარ­ტში გა­ი­მარ­თა და მა­შინ ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ექ­სკლუ­ზი­უ­რად წერ­და AMBEBI.GE, რო­მელ­საც ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ "კვა­რას" მამა ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია ესა­უბ­რა.

ნიცა "კვა­რას" ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და მის არც ერთ თა­მაშს არ ტო­ვებს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ წყვი­ლი პატ­რი­არ­ქმაც და­ლო­ცა:

"ჯერ მხო­ლოდ და­ი­ნიშნ­ნენ, მაგ­რამ როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბი­ან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, მე­უღ­ლე ან მა­შინ რა­ტომ შე­უშ­ლის ხელს სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში?! პი­რი­ქით... ვარ­ჯი­ში­დან ხვი­ჩა ისე­დაც სახ­ლში მო­დი­ო­და, მაგ­რამ უკე­თე­სი არ იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი გუ­ლის სწო­რი გვერ­დით ჰყავ­დეს? დროს თუ გა­მო­ნა­ხავ­დნენ, აქამ­დეც ერ­თად მი­დი­ოდ­ნენ და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა" - ამ­ბობ­და ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია ცოტა ხნის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

myquiz