ანდრეი ერმაკი - საქართველოში ზოგიერთს ჰგონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია | Allnews.Ge

ანდრეი ერმაკი - საქართველოში ზოგიერთს ჰგონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია

საქართველოში ზოგიერთს ჰგონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Georgian Airways-ისა და რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას.

„ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც გენოციდს, ნაციზმსა და მის ავტორებს თითქოს ვერ ამჩნევენ და ეს ისტორიული მეხსიერება არა მგონია ვინმეს მოსწონდეს…

ქართველი ხალხი ყოველთვის იჩენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ერთი მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ კი 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელებს კლავს. ჩვენი ერებისთვის ეს ეგზისტენციალური მტერია.

მაგრამ ზოგიერთები, როგორც ჩანს, ცდილობენ არ შეიმჩნიონ კიევის სარაკეტო დაბომბვები, განადგურებული მარიინკა, ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლულები, გატაცებული ბავშვები… ზოგიერთს, როგორც ჩანს, გორის ტრაგედია დაავიწყდა.

შესაძლოა ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მათ არ ეხება და ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია.

ცრუ პოზიციაა, ისტორია ყველაფერს საკუთარ ადგილზე დააყენებს“, - წერს ერმაკი.

myquiz