"7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს დავპირდი, რომ არასდროს აღარ გავთხოვდებოდი..." - რას ჰყვება პირად ცხოვრებაზე თათა ვარდანაშვილი? | Allnews.Ge

"7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს დავპირდი, რომ არასდროს აღარ გავთხოვდებოდი..." - რას ჰყვება პირად ცხოვრებაზე თათა ვარდანაშვილი?

2000-იან წლებში ქართველი დიზაინერის თათა ვარდანაშვილის გამოჩენამ ქართულ მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შეძლო, რომ საკუთარი დიზაინით შეკერილი ფეხსაცმელების წარმოებით გაეთქვა სახელი.

დიზაინერს ქმართან გაშორების შემდეგ მეორე ოჯახი არ შეუქმნია და მისი ცხოვრება მთლიანად შვილს, დემეტრეს მიუძღვნა.

დიზაინერმა "ღამის პრაიმ-თაიმში" ისაუბრა პირდა ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რატომ არ შექმნა მეორედ ოჯახი.

"24 წლის ვიყავი, როცა გავხდი დედა, 7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს დავპირდი, რომ არასდროს აღარ გავთხოვდებოდი...ჩემი მეუღლე 14 წლის უფროსი იყო ჩემზე, საკმაოდ ცნობილი და წარმატებულ მხატვარია დათო მაღრაძე. სამი წელი ძალიან ბედნიერი ცხოვრება მქონდა და მინდოდა ეს ბედნიერება ჩემთვის შემენახა მთელი ცხოვრება.

თავი არ დამისჯია, უბრალოდ პატივი ვეცი ჩემს საკუთარ თავს, ჩემს საკუთარ ურთიერთობებს და შვილს. მე ჩემს სიყვარულს მუდამ ვატარებ. ახლა 52 წლის ვარ, 28 წელი გავდა მას შემდეგ და არაფერი არ შემიცვლია. ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში, ოჯახი რომ მეორედ არ შევქმენიი".

myquiz