რამ გამოიწვია ცივი მაისი და არის თუ არა უჩვეულო წლევანდელი გაზაფხულის ამინდი - სვეტლანა ნიორაძე წინა წლების სტატისტიკასა და მაისის პროგნოზზე | Allnews.Ge

რამ გამოიწვია ცივი მაისი და არის თუ არა უჩვეულო წლევანდელი გაზაფხულის ამინდი - სვეტლანა ნიორაძე წინა წლების სტატისტიკასა და მაისის პროგნოზზე

წელს გა­ზა­ფხულ­მა და­იგ­ვი­ა­ნა, არ დად­გა, მოს­ვლა გა­და­ი­ფიქ­რა - ამ ფრა­ზებს ხში­რად მო­ის­მენთ. მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბია და ქვე­ყა­ნა­ში ქარი, წვი­მა, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­გან ყინ­ვა და თოვ­ლიც ფიქ­სირ­დე­ბა. იყო თუ არა წელს მა­ი­სი გრი­ლი, რო­გორც სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ამა­ზე პა­სუ­ხი თვის ბო­ლოს იქ­ნე­ბა, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი რი­ცხვე­ბი და­ჯამ­დე­ბა.

სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო-მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი AMBEBI.GE-სთან ზო­გა­დი პროგ­ნო­ზის გარ­და, ყვე­ლა­ზე გრი­ლი მა­ი­სის თვე­ებს იხ­სე­ნებს.

- გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, რო­გორც ჩანს, კლი­მატ­ზე გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს...

- გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა - ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა - ეს პრო­ცე­სე­ბი ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წლე­ვან­დე­ლი მა­ი­სი რომ ავი­ღოთ, არ მგო­ნია, ისე­თი რამ ხდე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რომ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას გა­მო­ეწ­ვია. იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო ნა­ლე­ქი­ა­ნი, ცივი მა­ი­სი ყო­ფი­ლა რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე - და­სავ­ლეთ­ში.

- მარ­ტი და აპ­რი­ლიც საკ­მა­ოდ გრი­ლი იყო. ამას ჯერ­ჯე­რო­ბით გრი­ლი მა­ი­სის დღე­ე­ბი მოჰ­ყვა და ესაა ადა­მი­ა­ნე­ბის წუ­ხი­ლის მი­ზე­ზი, თო­რემ წინა წლებ­ში შე­იძ­ლე­ბა მეტი ცივი მა­ი­სიც კი გვქო­ნია...

- კი, ასე წა­ე­წყო, მაგ­რამ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მახ­სოვს, რომ თბი­ლის­ში აპ­რი­ლის ბო­ლოს მო­თო­ვა... ახლა გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია, გა­ზა­ფხუ­ლია და ცოტა გვი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი. თან, მარ­თლაც ერ­თმა­ნეთს წა­ე­წყო - ზამ­თა­რი და მერე მარ­ტი-აპ­რი­ლის არამ­დგრა­დი ამინ­დი.

ეს კი ნამ­დვი­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით იმას­თან, რა პრო­ცე­სე­ბიც ატ­მოს­ფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. წელს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში ციკ­ლო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც ხან და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­დის, ხან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი­დან და ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან. ამას მოჰ­ყვე­ბა ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბი, რაც ამ ამინდს იწ­ვევს. დად­გე­ბა ზა­ფხუ­ლიც. უბ­რა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა წყალ­დი­დო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ში მა­ღა­ლი წყლი­ა­ნო­ბაა, ამას გა­და­უ­დე­ბე­ლი ძლი­ე­რი წვი­მე­ბიც და­ერ­თო. პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი მოხ­და, გზა და­ი­კე­ტა ქუ­თა­ის­ში, მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხილ­ზე.

- სტა­ტის­ტი­კას რომ გა­დავ­ხე­დოთ, ყვე­ლა­ზე ცივი მა­ი­სი რო­მელ წელს ფიქ­სირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ეს იყო 1956 წელი, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ცივი მა­ი­სი 2022 წელს იყო. თბი­ლი­სის­თვის ყვე­ლა­ზე ცივი მა­ი­სი 1999 წელს და­ფიქ­სირ­და, როცა დღის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 9 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და, ღა­მით - 4 გრა­დუ­სი. ქო­ბუ­ლეთ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 2011 წლის მა­ის­ში იყო. იხილეთ სრულად

myquiz