"ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს" - როდის გამოიდარებს? მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

"ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს" - როდის გამოიდარებს? მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­ზა­ფხუ­ლი" - ასე­თი აღ­წე­რით ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ თოვს ქვეყ­ნის მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში.

წე­ლი­წა­დის ამ დრო­ის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ და­ბა­ლია თბი­ლის­შიც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა.

რო­დის გა­მო­და­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გო­რია უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ამინ­დის პროგ­ნო­ზი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ესა­უბ­რა.

მისი თქმით, 15 მა­ი­სი­დან შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს, ხოლო 16 მა­ი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა 20-25 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

"ბოლო ორი დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ გრი­ლი, ნო­ტიო და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი ფიქ­სირ­დე­ბა. 13 მა­ისს თით­ქმის ერ­თნა­ი­რი ამინ­დი იყო, რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - წვიმ­და, მა­ღალ მთა­ში ზო­გან მო­თო­ვა კი­დეც, და­ბა­ლი იყო ტემ­პე­რა­ტუ­რაც.

14 მა­ისს ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს ნა­წილ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს - აქ ნა­ლე­ქი ზო­გან შე­წყდე­ბა, დღის ბო­ლოს გაძ­ლი­ერ­დე­ბა ქარი.

15 მა­ი­სი­დან შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გრი­ლი ამინ­დე­ბი და­ფიქ­სირ­დე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა 13-18 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. ნა­ლე­ქი მხო­ლოდ ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

16 მა­ი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს 20-25 გრა­დუ­სამ­დე, მაგ­რამ თბი­ლი ამინ­დე­ბის ფონ­ზე, ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით.

შე­სა­ბა­მი­სად, ისე­თი ცივი ამინ­დე­ბი, რო­გო­რიც ბოლო დღე­ებ­ში ვი­ხი­ლეთ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე.

myquiz