რატომ არის უმჯობესი დილით ადრე ადგომა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება | Allnews.Ge

რატომ არის უმჯობესი დილით ადრე ადგომა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება

ძილის განრიგი ყველა ადამიანში განსხვავებულია, ზოგი ბუნებრივად ამჯობინებს ადრედაძინებას და ადრე გაღვიძებას, ზოგი კი პირიქით.

ადამიანის ძილის გრაფიკი მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ცირკადულ რიტმებთან. ვინაიდან, ცირკადულ რიტმებზე გავლენას ახდენს სინათლის ზემოქმედება, კვების დრო და ვარჯიში, ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ფაქტორები ძილის განრიგის ბუნებრივად დასარეგულირებლად.

მრავალი გამოკვლევა ვარაუდობს, რომ დილით გვიანობამდე ძილი დაკავშირებულია ჯანმრთელობის ბევრ პრობლემასთან. მაგრამ უბრალოდ ადრე გაღვიძებამ შესაძლოა პრობლემა ვერ გადაჭრას. არანაკლებ საზიანოა ჯანმრთელობისთვის ისეთი რეჟიმი, როდესაც ადამიანები გვიანობამდე ფხიზლად რჩებიან, ხოლო დილით აიძულებენ საკუთარ თავს ადრე გაიღვიძონ. ასეთ შემთხვევაში განრიგის შეცვლა, რათა მათ დაიძინონ და გაიღვიძონ ადრე, შეიძლება მათთვის სასარგებლო იყოს რამდენიმე თვალსაზრისით:

გაუმჯობესებული ფსიქიკური ჯანმრთელობა

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც უფრო გვიან იძინებენ და იღვიძებენ, მეტად განიცდიან შფოთვას და დეპრესიას.

ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ გვიანობამდე ძილს შეუძლიათ შეამცირონ ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკები ძილის დროის კორექტირებით. ამ კვლევაში, მათ, ვინც ჩვეულზე დაახლოებით ორი საათით ადრე იძინებდა აღინიშნებოდა დეპრესიისა და სტრესის უფრო დაბალი დონე.

გაუმჯობესებული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები

ისინი, ვინც გვიანობამდე ფხიზლად რჩებიან, ნაკლებად ეფექტურად ასრულებენ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დავალებებს.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ღამით ძილის დროის შეცვლამ შეიძლება გააუმჯობესოს მათი გონებრივი და ფიზიკური დავალებების შესრულების ხარისხი. იხილეთ სრულად

myquiz