"მორჩა, წავედით! რამდენი ხანი შეიძლებოდა მხოლოდ მოსკოვში დალევა? ახლა საქართველოშიც შეიძლება" - რას ამბობს თინა კანდელაკი | Allnews.Ge

"მორჩა, წავედით! რამდენი ხანი შეიძლებოდა მხოლოდ მოსკოვში დალევა? ახლა საქართველოშიც შეიძლება" - რას ამბობს თინა კანდელაკი

პუ­ტი­ნის მე­ხოტ­ბე და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი თინა კან­დე­ლა­კი, ერთ-ერ­თია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ სი­ხა­რუ­ლი ვერ და­მა­ლა.

სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კან­დე­ლაკ­მა "ტე­ლეგ­რამ­ზე" ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა

"სა­ქარ­თვე­ლო­ზე ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლია! მორ­ჩა! წა­ვე­დით! უვი­ზოდ! ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე! ყვე­ლა გა­ხა­რე­ბუ­ლია! ასე რომ მორ­ჩა! იმი­ტომ რომ რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბო­და მხო­ლოდ მოს­კოვ­ში და­ლე­ვა? ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა.

მშვე­ნი­ე­რი ამ­ბე­ბია, მე­გობ­რე­ბო!" - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში კან­დე­ლა­კი.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა-გა­მოს­ვლას, ვი­ზე­ბის გა­რე­შე, პას­პორ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლე­ბენ. გან­კარ­გუ­ლე­ბა 10 მა­ისს გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხოლო სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან მო­იხ­სნე­ბა.

myquiz