მუდმივად შიმშილის გრძნობა გაწუხებთ? - რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი
იმას თუ რას და როგორ ჭამთ გავლენას ახდენს შიმშილის გრძნობაზე.მუდმივი შიმშილისას ადამიანი განიცდის შიმშილის ფიზიკურ ნიშნებს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენს დიეტაში ცილების, ბოჭკოებისა და ცხიმების ნაკლებობით. ძილის ნაკლებობამ ან სტრესმა შეიძლება ასევე იმოქმედოს მადაზე.
მიზეზები:
პროტეინების ნაკლებობა - პროტეინი არის ერთ-ერთი იმ სამი მაკროელემენტიდან (პროტეინები,ნახშირწყლები და ცხიმები დანარჩენი), რომელიც ორგანიზმს ენერგიისთვის სჭირდება. მხოლოდ ნახშირწყლებით მდიდარი კვება გამოიწვევს შაქრის დონის სწრაფ მატებას და შემდეგ შემცირებას, რაც გამოიწვევს შიმშილს. როდესაც პროტეინს კომპლექსურ ნახშირწყალთან ერთად იღებთ, ის ანელებს შაქრის დონის სწრაფ მატებას. ეს ნიშნავს, რომ გექნებათ შაქრის დონის ეტაპობრივი ზრდა და შემდეგ თანდათან კლება, რაც აბალანსებს, არეგულირებს შიმშილის შეგრძნებას. ხორცის გარდა, ცილას შეიცავს ბოსტნეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი, რძე და ყველი, თევზი, ლობიო, თხილეული.
არასაკმარისი ძილი - თუ არ იძინებთ რეკომენდებულ შვიდიდან ცხრა საათამდე დღეში, ამან შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. ძილი ხელს უწყობს გრელინის, მადის მასტიმულირებელი ჰორმონის რეგულირებას. ძილის ნაკლებობა ზრდის გერლინს, რაც იწვევს შიმშილის გრძნობას მაშინ, როცა რეალურად ძილი გჭირდებათ.
დიდი რაოდენობით რაფინირებული ნახშირწყლების მოხმარება - ყურადღება მიაქციეთ რაფინირებული ნახშირწყლებით დამზადებულ საკვებს, როგორიცაა თეთრი ფქვილი ან თეთრი ბრინჯი (ასევე საკვები, როგორიცაა ტკბილეული და ცომეული). ეს ინგრედიენტები დამუშავებულია და კარგავენ ბევრ საკვებ ნივთიერებასა და ბოჭკოს. სინამდვილეში, ის ზრდის სისხლში შაქარს და შემდეგ, როდესაც ის დაეცემა, თქვენ კვლავ მშიერი ხართ. იხილეთ სრულად