რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიაბეტური პრეპარატის ინექციამ, რომელსაც წონის დასაკლებად, თვითნებურად იყენებენ? - ენდოკრინოლოგი გვაფრთხილებს | Allnews.Ge

რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიაბეტური პრეპარატის ინექციამ, რომელსაც წონის დასაკლებად, თვითნებურად იყენებენ? - ენდოკრინოლოგი გვაფრთხილებს

21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბაა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბი პრე­პა­რა­ტე­ბის რეკ­ლა­მის­თვის. წო­ნა­ში და­საკ­ლებ სა­შუ­ა­ლე­ბებს შო­რის ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­ლდათ სხვა­დას­ხვა სა­ხის კოქ­ტე­ი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც რეკ­ლა­მას ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბიც უწევ­დნენ. ბევ­რი მათ­გა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც კი შე­ექ­მნა.

პო­პუ­ლა­რუ­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბი ბოლო დროს ინექ­ცი­ამ ჩა­ა­ნაც­ვლა. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ პრე­პა­რატ "ოზემ­პი­კის“ ინექ­ცი­ას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტის დამ­ხმა­რე მე­დი­კა­მენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად თვით­ნე­ბუ­რად იყე­ნე­ბენ.

ეს მე­დი­კა­მენ­ტი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე არ იყი­დე­ბა, თუმ­ცა მისი შე­მო­ტა­ნა 2024 წელს იგეგ­მე­ბა, იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ვი­საც მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტი აწუ­ხებთ. სე­მა­გუ­ტი­დის ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტი მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ჰორ­მონ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის რე­გუ­ლა­ცი­ა­ში. იწ­ვევს მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას და ხელს უწყობს საკ­ვე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას.

იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც პრე­პა­რატს წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად, თვით­ნე­ბუ­რად იყე­ნე­ბენ, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის საკ­მა­ოდ გრძე­ლი სია არ­სე­ბობს: გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ყაბ­ზო­ბა, სი­სუს­ტე, ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა, ხვე­ლა, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, შფოთ­ვა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა და ა.შ.

ექი­მე­ბის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტიც, რომ პრე­პა­რატს გარ­კვე­უ­ლი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, გა­ურ­კვე­ვე­ლია, იცა­ვენ თუ არა გა­დამ­ზი­და­ვე­ბი მსგავს პი­რო­ბებს. ასე­ვე მოხ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თურ­ქეთ­ში პა­ცი­ენ­ტებ­მა ყალ­ბი პრე­პა­რა­ტი მი­ი­ღეს.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ანა მა­მა­სახ­ლი­სი ამ­ბობს, რომ ბოლო დროს პა­ცი­ენ­ტებ­ში ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გაზ­რდი­ლია. ჰქონ­და შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც პრე­პა­რა­ტის არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და.

- სამ­წუ­ხა­როდ, ჰგო­ნი­ათ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სიმ­სუქ­ნის დროს და ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენ­ტთან შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. ვცდი­ლობ, მათ ავუხ­სნა პრე­პა­რატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბიც და სარ­გე­ბე­ლიც. ზო­გა­დად პრაქ­ტი­კა­ში ამ ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გვი­წევს, რო­გორც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, ისე სიმ­სუქ­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ ეს ხდე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზის დროს.

- რა საფრ­თხის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვით­ნე­ბუ­რად მო­იხ­მარს პრე­პა­რატს?

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მომ­მარ­თავს რჩე­ვით და სურს პრე­პა­რა­ტი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ დროს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ რის­კებ­სა და სარ­გე­ბელს და მივ­სულ­ვართ დას­კვნამ­დე, რომ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტმა თვით­ნე­ბუ­რად და­ი­წყო ინექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა და ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ მი­აღ­წია.

მქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტმა იმ დო­ნე­ზე და­კარ­გა მადა, რომ წო­ნა­ში ძა­ლი­ან და­იკ­ლო და მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ვარ­და. ამან ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და მის ორ­გა­ნიზ­მზე. ზო­გა­დად, პრე­პა­რატს გა­აჩ­ნია გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან მძი­მე და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი.

myquiz