რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ფრიდონ ინჯია? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ფრიდონ ინჯია?

ფრი­დონ ინ­ჯია მე - 10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სიით შე­ვი­და და ახლა სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუფ "ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რია.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ინ­ჯი­ას მხო­ლოდ მე­უღ­ლე, ლალი რუ­ხია ჰყავს შეყ­ვა­ნი­ლი. დე­პუ­ტატ­მა დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის 30 მარტს შე­ავ­სო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნი დე­პუ­ტა­ტი ფლობს 7 სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, 34 მი­წის ნაკ­ვეთს და 2 არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­დან მისი მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 1 სახ­ლი და 2 ბინა. ასე­ვე, 2 მი­წის ნაკ­ვე­თი და 2 არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი. რუ­ხი­ას ერთ-ერთი ბინა მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე­ობს.

ინ­ჯი­ამ 2016 წელს 212 000 ათას ლა­რად შე­ი­ძი­ნა Mercedes-Benz Van V250 BLUETEG -ი, 2013 წელს 274 000 ლა­რად Mersedes-Benz S500-ი, 2021 წელს 136 000 ათას ლა­რად S 560 4MATIC-ი. 2022 წელს ლალი რუ­ხი­ამ 25 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა LEXUS GX470-ი.

ბინ­ზეს­მენ დე­პუ­ტატს, 2016 წელს აჩუ­ქეს 11 500 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი BENELLI 828U SILVER-ი.

ინ­ჯი­ამ გა­სულ წელს 186 075 ევ­როდ შე­ი­ძი­ნა ვერ­ტმფრე­ნი. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 17 499 ლარი და­ხარ­ჯა. ფი­ზი­კურ პირს კი 55 000 ლარი აჩუ­ქა. ასე­ვე ფი­ზი­კურ პირს და­ეხ­მა­რა 15 256 ევ­რო­თი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz