"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე | Allnews.Ge

"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­კუ­თარ იუ­ბი­ლე­ზე, რომ­ში რუს­კა ქარ­ქა­შა­ძეს რჩე­ულ­მა ხელი სთხო­ვა. ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძე მსა­ხი­ობ­მა მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო. ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ ყო­ველ დღეს ერ­თად ატა­რებ­დნენ. გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი“ სტუმ­რო­ბი­სას 20 წლის რუს­კამ წამ­ყვანს გა­უმ­ხი­ლა, რომ საქმრო 12 წლით უფ­რო­სია, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლით, რომ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დეთ.

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე:

- ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია 32 წლი­საა, ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.

ruska2-70594-1683527366.jpg

სა­ერ­თოდ არ მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ რომ­ში ხელს მთხოვ­და. ვე­რა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვერ ვამ­ჩნევ­დი, უბ­რა­ლოდ ცოტა დაბ­ნე­უ­ლი იყო. 20 წლის ვარ და არა­სო­დეს ვე­ლო­დე­ბო­დი პრინცს, ამას სულ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ისე ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და.

ruska6-70644-1683527391.jpg

მშობ­ლებ­თან ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და. მამა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, თუ ვინ­მე მოგ­წონს, შე­გიძ­ლია გა­მი­აზ­რო. მა­რი­გებ­და ხოლ­მე და ამი­ტომ, როცა ვინ­მე მომ­წო­ნე­ბია, ეგ­რე­ვე მას ვე­უბ­ნე­ბო­დი და სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და გა­მე­გო, რას ფიქ­რობ­და. ლა­შას ოჯა­ხი და ჩემი ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ და ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. იხილეთ სრულად

myquiz