"ეს არის მე-19 საუკუნის მდიდრული აკლდამები" - რას ამბობს არქეოლოგი წერეთლის გამზირზე აღმოჩენილ სამარხებზე | Allnews.Ge

"ეს არის მე-19 საუკუნის მდიდრული აკლდამები" - რას ამბობს არქეოლოგი წერეთლის გამზირზე აღმოჩენილ სამარხებზე

თბი­ლის­ში, წე­რე­თე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლა­ტიო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მარ­ხე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნით, წარ­მო­ად­გენს მე-19 სა­უ­კუ­ნის აკ­ლდა­მებს. რო­გორც ambebi.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი, არ­ქე­ო­ლო­გი გო­დერ­ძი ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბა, აღ­მო­ჩე­ნა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ჩანს.

მისი თქმით, ახლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოხ­დეს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუ ვის ეკუთ­ვნო­და აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მარ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც, ერთი შე­ხედ­ვით, მდიდ­რუ­ლი ჩანს.

"ეს არის მე-19 სა­უ­კუ­ნის მდიდ­რუ­ლი აკ­ლდა­მე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლად ვის ეკუთ­ვნო­და თი­თო­ე­უ­ლი, ამის თქმა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბის მი­ხედ­ვით. ახლა მთა­ვა­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შეს­წავ­ლი­ლი იყოს ისე რო­გორც სა­ჭი­როა, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა მოხ­დეს.

სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა ჩანს. ეს ხომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­აა, თა­ნაც დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რძლე­ბოდ­ნენ. ეტყო­ბა, რომ შეძ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხია იქ დაკ­რძლუ­ლი და პა­ტი­ვია მი­გე­ბუ­ლი. იმე­დია, რომ მო­ი­ნა­ხე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც მათი გა­და­ტა­ნა მოხ­დე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ.

ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლი იყო, რომ დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნის ად­გილ­ზე გა­ი­ა­რა გზამ და გა­უქ­მდა სა­საფ­ლა­ოს ნა­წი­ლი. თბი­ლის­ში ბევ­რია ასე­თი გა­უქ­მე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ოს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ზო­გან გზა გა­იყ­ვა­ნეს, ზო­გან ბაღი აშენ­და და ა.შ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან მივ­ლი­ნე­ბუ­ლი და არ­ქო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს." - აცხა­დებს არ­ქე­ო­ლო­გი.

ambebi.ge

myquiz