ვინ არის ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად მოკლული და რა ახალი დეტალები ხდება საქმეზე ცნობილი | Allnews.Ge

ვინ არის ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად მოკლული და რა ახალი დეტალები ხდება საქმეზე ცნობილი

ვე­რა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რეს­ტო­რან LA VERA- სთან სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, ორი კი დაჭ­რი­ლია. ცნო­ბი­ლი გახ­და გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა, ის 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი, საბა გა­ხო­კი­აა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დამ­სხმელს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის დაც­ვამ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გად თავ­დამ­სხმე­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პირი ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია, მას გაქ­ცე­ვა არც უც­დია.

Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი დაც­ვის პო­ლი­ცი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კია. მკვლე­ლო­ბის ფაქტს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს. ის დაჭ­რი­ლი გივი (გიჩო) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და.

რო­გორც Ambebi.ge-ს თვითმხილ­ვე­ლი უყ­ვე­ბა, საბა გა­ხო­კი­ამ შავი ჩან­თი­დან "ვინ­ჩეს­ტე­რის“ მარ­კის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო და გიჩო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­ის­რო­ლა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა მას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გა­დაც გა­ხო­კია ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილს, ის ფეხ­ში მძი­მე­დაა დაჭ­რი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი.

myquiz