"მე და პეტრეს მამას მარტოებს მოგვიწია ერთმანეთის გაძლიერება" - ბრძოლა შვილის ჯანმრთელობისთვის და ამბავი დედა-შვილზე, რომელიც აქციიდან გაიცანით | Allnews.Ge

"მე და პეტრეს მამას მარტოებს მოგვიწია ერთმანეთის გაძლიერება" - ბრძოლა შვილის ჯანმრთელობისთვის და ამბავი დედა-შვილზე, რომელიც აქციიდან გაიცანით

ერთი დედა-შვი­ლის შე­სა­ხებ უნდა გი­ამ­ბოთ. მა­კუ­ნა გო­ჩი­აშ­ვი­ლი სამი შვი­ლის დე­დაა. მისი უმ­ცრო­სი შვი­ლი პეტ­რე გაბ­რუ­აშ­ვი­ლი, საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭუ­ნა ბოლო დროს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბის დე­დე­ბის აქ­ცი­ე­ბი­დან მა­სობ­რი­ვად გა­იც­ნეს და შე­იყ­ვა­რეს. მა­კუ­ნა „მწვა­ნე ბა­ნა­კის“ ხელ­მძღვა­ნე­ლია და 10 წე­ლია, ბავ­შვთა გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ მის ხელ­ში ათა­სო­ბით ბავ­შვს გა­მო­უვ­ლია და პეტ­რეც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ბა­ნაკ­ში, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­შია გაზ­რდი­ლი.

"პეტ­რე 8 წლის არის და პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეა. სკო­ლა­ში ცოტა გვი­ან მი­ი­ღეს, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­თხრეს, ერთი წელი მო­ვი­ცა­დო­თო, რად­გან ინ­ფან­ტი­ლუ­რად მი­იჩ­ნი­ეს. ამის მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ ტა­ნით და­ბა­ლია, ყვე­ლა პა­ტა­რა­სა­ვით ექ­ცე­ო­და დ თით­ქოს ამ როლ­ში დარ­ჩა. თო­რემ გო­ნებ­რი­ვად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მის ფარ­გლებ­ში აქვს ინ­ტე­ლექ­ტი... ვალ­დორ­ფის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის ყო­ჩა­ღი და კარ­გი მოს­წავ­ლეა. მე­გობ­რუ­ლია, სო­ცი­ა­ლუ­რია, ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნა. კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა აქვს. მას­წავ­ლე­ბე­ლი სულ მი­მე­ო­რებს, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ფხიზ­ლად არის ჩარ­თუ­ლი და გო­ნი­ე­რი მოს­წავ­ლეა. სკო­ლა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­დის. რაც მოს­წავ­ლეს პირ­ველ კლას­ში სჭირ­დე­ბა, იმ ყვე­ლაფ­რით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია" - გვე­უბ­ნე­ბა მა­კუ­ნა გო­ჩი­აშ­ვი­ლი.

344278441-904037634201477-1469907228098958845-n-35127-1683195030.jpg

- პეტ­რე აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რო­გორც ვნა­ხეთ, მარ­თლაც აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. გარ­და ამი­სა, თა­მა­შობს ჭად­რაკს, მუ­სი­კა­ლუ­რია, პლას­ტი­კუ­რი და არ­ტის­ტუ­ლიც... ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი მას­თან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა...

- პეტ­რე ჩემი მე­სა­მე შვი­ლია და რო­გორც გი­თხა­რით, წლე­ბია, ბავ­შვთა გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ. ბევ­რი რე­სურ­სი მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი იმა­ში, რომ სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო ისე­ვე რო­გორც, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლე­ბი. სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ში იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ მისი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ხელი შე­მე­წყო. დიდ დროს ვუთ­მობთ სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებს, პეტ­რე „რო­ლი­კე­ბით“ კარ­გად სე­ირ­ნობს, ასე­ვე დამ­ყავს ცოც­ვა­ზე, სახ­ლში ბევ­რს ვმღე­რით. ვუს­მენთ კლა­სი­კურ მუ­სი­კას - სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან უყ­ვარს. თა­ვის გა­მო­გო­ნი­ლი სიმ­ღე­რე­ბიც აქვს, ერთი სიმ­ღე­რა სამ­შობ­ლო­ზე და­წე­რა. სა­ნამ ლა­პა­რაკს და­ი­წყებ­და, მა­ნამ­დე მღე­რო­და. ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რია. მას­თან მე­გობ­რო­ბა ყვე­ლა ბავ­შვს სი­ა­მოვ­ნებს.

კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია სხვე­ბის მი­მართ და სხვე­ბიც ასე­ვე არი­ან მას­თან. სი­გი­ჟემ­დეა ცხო­ვე­ლებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან ეზოს კა­ტე­ბი­სა თუ ძაღ­ლე­ბის მი­მართ დიდ მზრუნ­ვე­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამა­ში ხელს მა­ინც ვერ შე­ვუშ­ლი­დი. როცა ხელ­ში პური უჭი­რავს, ერთ ლუკ­მას თვი­თონ ჭამს და მე­ო­რეს - კა­ტას უყოფს. ელა­პა­რა­კე­ბა ძაღ­ლებს და კა­ტებს. იმ დღეს აი­ვან­ზე ჩვე­ნი კატა კნა­ო­და. გა­ვი­და, და­ამ­შვი­და, მო­ე­ფე­რა, ალ­ბათ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იყო ქა­რი­ან სა­ღა­მოს აი­ვან­ზე. რომ შე­მო­ვი­და, მი­თხრა, - დედა, კა­ტას განა რამე აწუ­ხებ­და, ან ში­ო­და, ან სწყუ­რო­და, ან ცი­ო­და, უბ­რა­ლოდ ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბო­დაო. ჰოდა, ეს ყუ­რა­დღე­ბა უწი­ლა­და. იხილეთ სრულად

myquiz